x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508580
ტურისტულმა კომპანია Face Travel-მა მოაწყო კონფერენცია რუსეთიდან ჩამოსულ დელეგაციასთან
image


25 ივლისს ტურისტულ კომპანია Face Travel-ს რუსეთიდან ესტუმრნენ სხვა და სხვა სფეროს წარმომადგენლები. მათ შორის არიან: ტურიზმის, ჟურნალისტიკის, განათლების, აგროტურიზმის, ფერმერთა ასოციაციისა და ასევე სხვადასხვა რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენლები. Face Travel-მა გამართა საინფორმაციო კონფერენცია სასტუმრო Best Western-ში.
კომპანია Face Travel-ს ასევე მოწვეული ჰყავდა საქართველოდან მედიცინის, ტურიზმის და მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლობა.
კონფერენციის ძირითადი სადისკუსიო თემა გახლდათ ტურიზმის განვითარება და მისი არსებული მდგომარეობა საქართველოში. სტუმრებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია საქართველოში არსებულ ტურიზმის შემადგენელ ყველა კომპონენტის შესახებ.
დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ისტორიულმა წარსულმა, მრავალფეროვანმა ბუნებამ, არქიტექტურამ, ქართულმა მინანქარმა, ნაციონალურმა სამზარეულომ და ღვინომ. ღვინოსთან დაკავშირებით Chateau Mukhrani — ის ღვინის კონსულტანტმა გააკეთა პრეზენტაცია, რასაც მოჰყვა საფერავის დეგუსტაცია და მასტერკლასი.
ამასთან, Face Travel-მა სტუმრებს გააცნო ის ტურები, რომლებსაც სთავაზობს ის ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და არა მარტო მათ.
სტუმრები ფრიად ცნობისმოყვარენი იყვნენ კონფერენციის მსვლელობის დროს ტურიზმის შემადგენელ თითოეულ კომპონენტზე, რასაც მიესალმა Face Travel-ის წარმომადგენლობა.
სტუმრებმა ასევე გაგვიზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები საქართველოს შესახებ, იყვნენ აღფრთოვანებული შეხვედრით, რადგან არ მოელოდნენ მსგავსი ტიპის დახვედრას.
თითოეული მხარე კმაყოფილია დარჩა ჩატარებული კონფერენციით და ახალი ნაყოფიერი კონტაქტების დამყარებით.
weeknews გთავაზობთ ამ შეხვედრის ამსახველ ფოტო მასალას.

image

image


image

image

0
18
1-ს მოსწონს
ავტორი:weeknews.ge
weeknews.ge
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0