x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ზენიტი - სატელიტის ერა

imageდედამიწას ერთადერთი ბუნებრივი და ათასზე მეტი ხელოვნული
თანამგზავრი ჰყავს. დედამიწაზე ადამიანის არსებობის მანძილზე ჩვენი პლანეტის ბუნებრივი
თანამგზავრი, მთვარე არასოდეს დარჩენილა კაცობრიობის ყურადღების მიღმა. ნაწილისთვის
ის ღვთაებას, ნაწილისთვის ჯადოსნურ არსებას და მომავლის მაუწყებელ წყაროს, ნაწილისთვის
კი უბრალოდ ღამის შუქურას წარმოადგენდა. კაცობრიობა თანამგზავრზე დღემდე მიჯაჭვულია, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ადამიანი თუ აქამდე ბუნებრივ თანამგზავრს ეტრფოდა ახლა ხელოვნურ თანამგზავრზე გახდა დამოკიდებული.
წინათ ადამიანი ხვნა-თესვას თუ მოსავლის აღებას მთვარის
ციკლის მიხედვით იწყებდა. ამჟამად, საქმე სხვაგვარადაა, სატელეკომუნიკაციო საშუალებების უხარვეზოდ მუშაობა მხოლოდ ხელოვნური თანამგზავრის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული
და შესაბამისად ყურადღებაც სწორედ მისკენაა მიპყრობილი. საინტერესოა სიტყვა "სატელიტის" მნიშვნელობაც. ძველ რომში სიტყვა "სატელიტით" (თანამგზავრი) მოიხსენიებდნენ პირად
მცველებს, რომლებიც მუდამ თან ახლდნენ პატრონებს. აქედან ტერმინმა თანმხლების, თანამგზავრის მნიშვნელობა შეიძინა.

ხელოვნური თანამგზავრები, მთვარისგან განსხვავებით, ჩვენს პლანეტასთან გაცილებით ახლოს განლაგდებიან, თუმცა ისინი
ადამიანის თვალისთვის მაინც შეუმჩნეველნი რჩებიან. მათ მხოლოდ 36 ათასი კილომეტრი აშორებთ დედამიწიდან, მაშინ როდესაც დედამიწიდან მთვარემდე მანძილი საშუალოდ 385 ათასი კილომეტრია. სატელიტები იმითაც განსხვავდებიან, რომ ზღვის დონიდან, დაახლოებით, 36 ათას კილომეტრ სიმაღლეზე საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავენ დედამიწის ბრუნვის პერიოდული იგივეობით და რჩებიან გეოსტაციონარულ ორბიტაზე, ეკვატორის ერთსა და იმავე წერტილზე. ანუ უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, კონკრეტული თანამგზავრი დედამიწის მუდმივად ერთსა და იმავე ადგილს აწვდის სიგნალს.

თავდაპირველად, სატელიტური ტექნოლოგიები მხოლოდ სამხედრო და სახელმწიფო უწყებებისთვის გამოიყენებოდა. თუმცა სიხშირეების გაძლიერებითა და ორბიტაზე გაშვებული თანამგზავრების რაოდენობის ზრით დაიწყო თანამგზავრული სიგნალის საყოველთაო გამოყენება ტელე, სატელეფონო თუ ინტერნეტ კომუნიკაციებში. ამასთან, სატელიტურ სიგნალს შეუცვლელი და უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ენიჭება სტიქიური უბედურებებისას, მაშინ როდესაც ყოველგვარი სიგნალი ითიშება. სხვა არცერთ საკომუნიკაციო საშუალებას არ შეუძლია ერთდროულად იმდენი ადამიანის დაკავშირება, როგორც ამას სატელიტი ახერხებს, თანაც გაცილებით ნაკლები ღირებულების საფასურად.

2015 წლის ივნისამდე საქართველო ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე უნდა გადავიდეს, შესაბამისად გაითიშება ანალოგური სიგნალი. ზოგიერთი მოსახლის მიწვდომა რთულია მიწისზედა ციფრული სიგნალის მეშვეობითაც კი (მაგ: მთებში), სატელიტი კი საუკეთესო არჩევანი იქნება ციფრული სიგნალის გადასაცემად საქართველოს ყველა მოსახლისათვის. ამისათვის საჭირო იქნება მხოლოდ სატელიტური თეფში და ციფრული მიმღები (set-top box). ამასთანავე უმნიშნველოვანესია არსებული თეფშის სწორად მიმართვა მართებული თანამგზავრული მდებარეობისკენ.

ევროპის ქვეყნებისთვის პირველი ციფრული ტელევიზია SES-მა
1989 წელს შემოიტანა, ხოლო სატელიტის მეშვეობით პირველი ტელესიგნალის მიწოდება 1995 წელს განახორციელა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში SES-მა კიდევ ერთი, რიგით 56-ე
ახალი საკომუნიკაციო სატელიტი ორბიტაზე წარმატებით განათავსა. ეს ფაქტი საქართველოსთვის მეტად მნიშნველოვანია, რადგანაც თანამგზავრ ASTRA 5B-ს ორბიტული მდებარეობა განისაზღვრა აღმოსავლეთ 31, 5 გრადუსით, რაც იმის მაუწყებელია, რომ აღმოსავლეთ ევროპა, მათ შორის, საქართველო პირდაპირ სიგნალს
აღნიშნული თანამგზავრის მეშვეობით მიიღებს.

სატელიტური ოპერატორის, SES-ის თანამგზავრები 6 200-ზე მეტ სატელივიზიო არხს გადასცემენ და მსოფლიოში 291 მილიონი
სახლისთვის უდიდეს თანამგზავრულ სამაუწყებლო მედიაპლატფორმას ქმნიან. SES-ის 56 თანამგზავრი 1 800 მაღალი სიმკვეთრის (HD) სატელევიზიო არხებით აგრეთვე ქმნის მსოფლიოს წამყვან HD გამავრცელებელ პლატფორმას.

ინოვაციური სტრატეგიის დაგეგმვა კომპანია SES-ის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. საქართველო რადგანაც უკვე იღებს სიგნალს SES-ის ASTRA 5B თანამგზავრისგან ეს იმის მაუწყებელია, რომ მომდევნო წლის ზაფხულიდან უამრავ სიახლეს უნდა ელოდოს ციფრულ მაუწყებლობაზე ახლადგადასული ქვეყანა.

თანამედროვე ტექნოლოგიები თავდაუზოგავად განვითარებას განაგრძობს, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს მთვარეს, რომ იყოს კვლავინდებურად მიმზიდველი და შეუცნობი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი. ხელოვნური სატელიტების სიმრავლი სულაც არ უშლის მთვარისა და დედამიწის "ჰარმონიულ თანაცხოვრებას" ხელს, პირიქით, უფრო მეტ შესაძლებლობასაც კი იძლევა, რომ გაგვაცნოს და შეგვამეცნოს ცაზე "დაკიდებული" დიდი "ბურთი".

0
188
1-ს მოსწონს
ავტორი:SES Astra
SES Astra
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0