x
image
worldsport.ge
თურქული შაურმა და გერმანელი მოზარდები

imageსაქართველოსი არ იყოს, შაურმად წოდებული თურქული ხორცეულობა, ევროპაშიც ძალიან პოპულარულია და მიუხედავად იმისა, რომ ამ თათარიახნად შესასანლ რამეზე, ექიმები მარგებლობის კუთხით მაინცა და მაინც კარგს არ ამბობენ, ხორცმოყვარულნი მაინც გემრიელად იღმურძლებიან.
გერმანიაში საშაურმეები თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზეა, რაც ბევრ გერმანელს ძალიან არ მოსწონს. ერთ-ერთი გერმანული გაზეთის ინფორმაციით, გერმანიაში განსაკუთრებით სკოლებთან და სპორტულ დაწესებულებებთან გახსნილ საშუარმეებს აპროტესტებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს საკვები ბავშვებისათვის უფრო მეტად საზიანოა.imageშაურმა თურმე სპორტით დაკავებულ მოზარდებსაც ვნებთ და მწვრთნელები ბავშვებს ურჩევენ, რომ ამ საკვებს არ გაეკარონ. თუმცა, ჩვეულება ჩვეულებაა და... ისე, გერმანიაში როგორც ჩანს არ აგორებულა საქართველოში ცნობილი “ვირის ხორცის სკანდალი”, თორემ შაურმას მაზანდა იქაც დაუვარდებოდა...

www.worldsport.ge

0
389
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0