x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სტიქია ვანის მუნიციპალიტეტში+ (ფოტოები)
imageვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში სტიქიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.


ადიდებულმა მდინარემ ხიდი იმ დროს წაიღო, როდესაც მასზე ავტომანქანა გადადიოდა. შემთხვევის ადგილზე იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც ორი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, ხოლო ერთი უკვე გარდაცვლილი იყო.


მაშველებმა სამძებრო სამუშაოები დილის 5 საათიდან განაახლეს და ორი დაკარგული ადამიანის ცხედარი იპოვეს.


სტიქიის შედეგად განადგურდა სახნავ–სათესი მიწები. ასევე, დახოცილია შინაური ფრინველი და პირუტყვი.



იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა დაზარალებულ ოჯახებს დახმარება დაჰპირდა.

imageimageimageimageimageimage





0
121
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0