x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ინგა გრიგოლია: გიორგი მარგველაშვილი შემეცოდა

image"გიორგი მარგველაშვილი შემეცოდა"–ამის შესახებ სოციალურ ქსელში,
ცნობილი ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია წერს.


"გადაცემა აღარ მაქვს სექტემბრამდე, მაგრამ აქ მაინც დავწერ, სანამ
ერთი თვის მერე ეთერში ვიტყვი. დღეს ვიყავი ფშავში ვაჟაობაზე და
რაც ჩემი თვალით ვნახე, იმას ვამბობ. ვაჟაობაზე დღეს პრეზიდენტი
და პრემიერი ცალ–ცალკე მოვიდნენ. ჯერ მოვიდა გიორგი მარგველაშვილი, დაესწრო ღონისძიებას და წავიდა და მას შემდეგ მოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი. ყველასთვის თვალშისაცემი იყო ეს ამბავი და ვისაც მე ვესაუბრე–ადგილობრივებიდან დაწყებული, სტუმრებით დამთავრებული, ყველას გაუტყდა. მე კი გიორგი მარგველაშვილი შემეცოდა. ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი და ვერ მივხვდი, რატომ უნდა წასულიყო სახალხო დღესასწაულიდან მაშინ,
როცა პრემიერი მოდიოდა. არ მომეწონა და გული დამწყდა, "–წერს ინგა გრიგოლია "ფეისბუკის" პირად გვერდზე.



1
2257
1-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
2257
  
2014, 1 აგვისტო, 19:44
გიორგის გარდა იქ პრინციპში ყველანი ლიპები არიან !...
0 1 1