x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
საქართველო რუსეთის ურთიერთობები - პრობლემების გადაჭრის გზები
საერთაშორისო სისტემაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც
ხისტ, ასევე რბილ ძალას. ამ უკანასკნელის ერთ-ერთი სახეა გეოპოლიტიკური მდებარეობა - ფაქტორი, რომელიც ხშირად გამხდარა
სახელმწიფოების პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი.
საქართველო - რუსეთის ურთიერთდამოკიდებულებას სწორედ ეს კონკრეტული მახასიათებელი განაპირობებს.
ამიტომაც, ორივე ქვეყანა ვალდებულია ერთმანეთთან
ურთიერთობის გარკვეულ ფორმებზე შეთანხმდეს.
ათწლეულების განმავლობაში შესაძლებელია ეკონომიკური
კურსის თუ პოლიტიკური წყობის შეცვლა, თუმცა, მდებარეობას ვერასდროს შევცვლით, ამიტომ, აუცილებელია
გარკვეულ დირექტივებსა და რეგულაციებზე შეთანხმება.


საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მომავლის პერსპექტივების განხილვა შეუძლებელია წარსულის გადახედვის გარეშე. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას- ისევე როგორც სისტემის სხვა ტერიტორიულად პატარა სუბიექტებს, ყოველთვის უწევდა იმპერიალისტური ზრახვებით შეპყრობილი ძლიერი მეზობლის მოგერიება. სწორედ ეს
განსაზღვრავს საქართველოს რუსეთთან მიმართებაში
დღევანდელ ფრთხილ პოლიტიკას, იქნება ეს ისტორიული
გამოცდილება, ტერიტორიული ანექსია, სახელმწიფოებრივი სიმბოლოს - ქართული ენის შელახვის მცდელობა, ავტოკეფალიის წართმევა, ქვეყნის ფრაგმენტაცია თუ სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე დიდ ფსიქოლოგიურ დარტყმას 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტი წარმოადგენდა. ამას ემატება მთავრობის მიერ გატარებული კურსი, რომელიც ანტირუსულ პროპაგანდას წარმოადგენდა და საბოლოოდ ჩამოაყალიბა ქართველში რუსეთის, როგორც მტრის მოდელი.

გთავაზობთ რამდენიმე ალტერნატივას, რაც ურთიერთობების გაუმჯობესების მთავარ დეტერმინანტებს წარმოადგენს.

კონსტრუქციული დიალოგის წარმოება


ქართულ- რუსული ურთიერთობების დარეგულირება შეუძლებელია ორმხრივი მოლაპარაკებების და პოლიტიკური კლიმატის დათბობის გარეშე. ამ მხრივ, საინტერესოა რუსეთის საგარეო საქმეეთა მინისტრის მოადგილის გრეგორი კარასინის შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრის წარმომადგენელთან - ზურაბ აბაშიძესთან. პოლიტიკოსები კონსტურქციული დიალოგის წარმოებას შეეცადნენ, რაც მომავლის პერსპექტივების გათვალისწინებით წინგადადგმული
ნაბიჯია. ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის აღსანიშნავია პუტინის მზადყოფნა ქართველ კოლეგასთან შესახვედრად, ხოლო რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, იგი თავს იკავებს სწრაფი გადაწყვეტილებებისგან და ჯერ კიდევ
დიდი სიფრთხილით აანალიზებს შემოთავაზებულ წინადადებას.[1] ერთია მოლოდინი, ხოლო მეორეა არსებული რეალობა. აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ ქვეყნის მმართველი პირების შეხვედრა უნდა იყოს ქმედითი, შედეგის მომტანი და მხოლოდ ლაპარაკით არ შემოიფარგლებოდეს. წარმატების მისაღწევად საჭიროა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელსაც საქართველო რუსეთთან ურთიერთობის დათბობის მიზნით მიყვება. ამასთანავე, კონსტუქციული იქნება, თუ სახელმიწიფო აპარატს შეემატება ისეთი სტრუქტურა, რომელიც
პასუხისმგებელი იქნება ქართულ-რუსულ პოლიტიკურ-
ეკონომიკურ, დიპლომატიურ თუ სოციალურ-კულტურული ურთიერთობებზე. შეისწავლის ორი ცვლადის - საქართველოს და რუსეთის მონაცემებს, ჩაატარებს კვლევებს, მოიწვევს ექსპერტებს რუსეთოლოგიის საკითხებში, რომლებიც იმსჯელებენ იმ სავარაუდო პერსპექტივებსა და გამოწვევებზე, რაც საქართველოს რუსეთთან მიმართებაში გააჩნია.



პოლიტიკური მედიაცია


საერთაშორისო ურთიერთობებში, ორ სახელმწიფოს შორის
პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი მეთოდია მედიაცია. ეს გულისხმობს მესამე მოკავშირე ქვეყნის ასპარეზზე გამოჩენას, რომლის მიზანიც არის შუამდგომლობა და არასავალდებულო გამოსავლის შეთავაზება. მედიაცია სანდოობას მატებს ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ურთიერთობას. ამასთანავე, მეტია მოლოდინი, რომ ქვეყნების დაპირებები ასრულდება და პოლიტიკური ბლეფის პრეცენდენტიც ნაკლებად იქნება. [2] სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოს და რუსეთს ფორმალური ურთიერთობები დღემდე არ აქვს განსაზღვრული. სწორედ ეს თემა იყო განიხილული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შვარცენბერგის შეხვედრაზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იგეგმებოდა ქართულ-რუსული მხარის პრაღაში შეხვედრა, რასაც დიდი პოლიტიკური ზეგალენის მოხდენა შეეძლო. [3] ამჟამინდელი მონაცემებით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავს იკავებს ახსნა - განმარტებებისგან და უბრალოდ აცხადებს, რომ მედიაციის გაწევა არ შეუძლია.[4] იმ შემთხვევაში, თუ გამოიძებნება საერთაშორისო სისტემის ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე, რომელსაც რუსეთთან ნეგატიური დამოკიდებულება არ ექნება და ამავდროულად საქართველოს ბედით დაინტერესდება, შეითავსებს მედიატორის როლს, ეს რთული სიტუაციიდან გამოსვლის კიდევ ერთი გზა იქნება.


დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

სუვერენული ერი- სახელმწიფოს ძლიერება განისაზღვრება არა მხოლოდ სამხედრო შეიარაღებით, არამედ ძლიერი დიპლომატიური კორპუსითაც. პროფესიონალი მომლაპარაკებლების
როლი უმნიშვნელოვანესი, ზოგ შემთხვევაში ძირითადი და გადამწყვეტიც კია. ამ მხრივ საქართველო-რუსეთის ურთიერთიერთობის გაუმჯობესების შემდეგ ალტერნატივას დიპლომატიური საკითხების მოგვარება წარმოადგენს.
2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული
სამხედრო აგრესიის, ტერიტორიის ოკუპაციის და აფხაზეთ-ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების შემდეგ, 2008 წლის 2 სექტემბერს საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.[5] მსგავსი ჟესტი პირდაპირ მიუთითებს ორივე ქვეყნის
ერთმანეთთან კონფრონტაციის მდგომარეობაში ყოფნაზე. მიუხედავათ იმისა, რომ მიმოსვლა ხორციელდება, მოქალაქეებს
გარკვეული ბარიერები მაინც ექმნებათ. 2009 წლის მარტიდან საქართველოში გახსნილია შვეიცარიის საელჩოს რუსეთის
ფედერაციის ინტერესების სექცია, ხოლო რუსეთში ამავე საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია. ჯანსაღი ურთიერთობის დასაწყებად აუცილებელია შვეიცარიის საელჩოს ამ კონკრეტული
სექციის გაუქმება და პირდაპირი, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. თუ ორივე ქვეყანას სურს მშვიდობიანი თანაცხოვრება და განვითარება, მაშინ უნდა გაანალიზდეს საელჩოების
და საკონსულოების აღდგენის მნიშვნელობა, რაც სახელმწიფოებს შორის მეგობრობის დაწყებას მისცემს გასაქანს.

ეკონომიკური თანამშრომლობა

ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესება - კიდევ ერთი
გზა, რომელმაც შეიძლება ამ ორი ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირებამდე მიგვიყვანოს. დღევადელი მონაცემების მიხედვით, საქართველო - რუსეთს შორის ვაჭრობის წრებრუნვის მოდელს უარყოფითი სალდო გააჩნია, რადგან იმპორტირებული საქონელი ექსპორტირებულს აღემატება. მოგების მაქსიმიზაციისთვის აუცილებელია უფრო მეტი პროდუქტის გატანა. ეკონომიკური ურთიერთობების დარეგულირებისთვის აუცილებელია ექსპორტის წახალისება, ეკონომიკური შეზღუდვების გაუქმება, რუსეთის ბაზრის კონსტრუქციულად გამოყენება, შედარებითი უპირატესობის საფუძველზე პროდუქტის სპეციალიზაცია.
ქვეყნებს შორის ურთიერთობების დარეგულირებაში ეკონომიკას გადამწყვეტი როლი ენიჭება. ამ აზრს ავითარებს თოერია ნეოფუნქციონალიზმი. ერთ-ერთი მიდგომის Spill-Over
ე.წ. „გადაღვრის მოდელის“ მიხედვით, სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება, ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების გამძაფრება, ექსპორტ-იმპორტის წახალისება, გადაიღვრება პოლიტიკურ თანამშრომლობაში და გამოიწვევს სახელმწიფოების დაახლოებას [6]
თუ ევროკავშირის შემთხვევაში ნეოფუნქციონალიზმმა გაამართლა, რატომ არ უნდა ვცადოთ საქართველო - რუსეთთან მიმართებაშიც? ამ სახელმწიფოებს შორის წარმატება გარანტირებულია, თუ იქნება შესაბამისი კომპეტენციის მქონე პოლიტიკოსების ბაზა, ეკონომიკური ურთიერთობები, მობილიზებული გასაწყვეტილების მიმღები ორგანოები და ორმხრივი ინტერესები საერთო მიზნის მისაღწევად.

"კომპრომისი“ რუსეთის მხრიდან

საერთაშორის სისტემაში თითეულ წევრს უნდა ჰქონდეს
სუვრერენიტეტის განცდა და საკუთარი ბედის გადაწყვეტის უნარი. საქართველო, ისევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფო, სისტემის
სრულუფლებიანი სუბიექტია, რომლისთვისაც შიდა და საგარეო საკითხებში ჩაურევლობა და დამოუკიდებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცნებებია. იმისთვის, რომ საქართველო რუსეთს შორის აღსდგეს კეთილმეზობლური ურთიერთობები, აუცილებელია ორმხრივი სურვილი. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა დაგმოს თავისი იმპერიალისტული პოლიტიკა და ჩვენი ქვეყანა აღიქვას, არა როგორც გუბერნია(რისი გამოცდილებაც სამწუხაროდ გვაქვს) არამედ სუვერენული ინსტიტუტი. [7] რაც არ უნდა ნაკლები სურვილი გვქონდეს რუსეთთან მეზობლობის, არსებული პოლიტიკური რუკის და გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია. აუცილებელია ურთიერთობების დათბობა, თუმცა უნდა მოვახეხოთ ისიც, რომ დაწყებული გზა ევროპული ცივილიზაციებისკენ - შენარჩუნებული იყოს. საქართველოსთვის დემოკრატიის პრინციპების აღიარება, პოლიტიკური პლურალიზმი, საბაზრო ეკონომიკა, კანონის უზენაესობა, ინდივიდუალიზმის ცნების შემოტანა, პიროვნების პატივისცემა, ტოლერანტობა, ადამიანის უფლებები, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი საკითხად უნდა რჩებოდეს.

ამრიგად, მე განვიხილე საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დარეგულირების გზები, ვისაუბრე რამდენიმე ალტერნატივის შესახებ, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის კოორდინირებულ ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

0
749
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ხუროშვილი
მარიამ ხუროშვილი
749
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0