x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ხე, რომელსაც სისხლი სდის, სასიცოცხლო თვისებების მატარებელია
Pterocarpus angolensis- ხე, რომელსაც აქვს სწორედ ეს სახელწოდება და მეორე ნაირად "სისხლ მდინარე ხე"-საც უწოდებენ, 12-18 მეტრი სიმაღლის იზრდება, მუქი ყავისფერი უხეში ქერქით, ქოლგისებური გვირგვინითა და ყვითელი ყვავილებით. ხარობს სამხრეთ აფრიკაში. განსაკუთრებული "პტეროკარპუსში" არის ის, რომ მას სისხლისმაგვარი მუქი წითელი შეფერილობის სითხე სდის, რომელიც დიდ როლს თამაშობს დაზიანებული ხის სიცოცხლის შენარჩუნებაში, ანუ მარტივად რომ ვთქვათ ამ სითხეს ხისთვის განსაკუთრებული სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია და თქვენ წარმოიდგინეთ არამარტო ხისთვის.


image




რა დანიშნულება აქვს და რაში გამოიყენება "პტეროკარპუსის" სისხლი?


მაშასადამე მას ფართო მოხმარება აქვს სხვადასხვა ნივთიერებათა კომბინაციაში, როგორც საღებავი; ასევე ცხოველურ ცხიმებთან მისი შერევით აწარმოებენ კოსმეტიკურ საშუალებებს; სისხლდენის დროს შეუცვლელია იგი, ვინაიდან შეფერილობით და კონსისტენციით ახლოსაა ნამდვილ სისხლთან; გამოიყენება სხვადსახვა მწვავე ტკივილებისას, თვალის პრობლემების, მალარიის, კუჭის ტკივილების დროს და დედის რძის გასანოყიერებლად.



image

image



გარდა სამკურნალო თვისებებისა პტეროკარპუსისგან ამზადებენ ავეჯს, რომელიც თავისი ბუნებრივი მაღალხარისხიანობის გამო ადვილად არ ფუჭდება, ამიტომ ავეჯსაც შესაბამისად მაღალი ხარისხი და ფასი აქვს. განსაკუთრებით გამოიყენება კატარღების წარმოებაში და კენიაში კი საშხაპეებისთვის.

image

imageimageimageimageimage


სწორედ მისი ასეთი შეუდარებელი, სასწაულებრივი თვისებებისა და ხარისხის გამო სამხრეთ აფრიკის ხალხმა უკონტროლოდ იწყო ხეების მოჭრა გარკვეული მიზნებისთვის, რის გამოც ბოლო ათწლეულის განმავლობაში პტეროკარპუსი გადაშენების პირასაა.



imageimage
imageimage


3
579
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
579
  
2014, 27 ივლისი, 21:44
საოცრებაა ჩვენი ბუნება.
2014, 27 ივლისი, 19:10
ხეზე გამახსენდა. აფრიკაში საოცარი ხე ხარობს. როდესაც ამ ხის ფოთლების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს, ისინი შხამიანი უხდება და ცხოველები მას ვეღარ სჭამენ. შემდეგ კი, როდესაც ხე აღიდგენს ფოთლების ბალანს, ფოთლები კაგრავენ შხამს
2014, 27 ივლისი, 18:58
საინტერესოა ძალიან
0 1 3