x
image
worldsport.ge
კარლეს პუიოლის მაისური ჰუმელსმა ჩაიბარა

imageესპანეთის მაღაზიებში, "ბარსელონას" 5-ნომრიანი მაისური გასაყიდად გამოიტანეს, რომელიც გერმანიის ეროვნული ნაკრების და დორტმუნდის "ბორუსიის" მცველ მატ ჰუმელსს ეკუთვნის.
აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ აღნიშნული მაისური გერმანიაშიც იყიდება. მოგეხსენებათ, "ბლაუგრანას" მეხუთე ნომერი კარლეს პუიოლი იყო და ახლა ჰუმელსია. მართალია გერმანელი მცველი აცხადებს, რომ "ბარსელონაში" გადასვლას არ აპირებს, მაგრამ საინტერესოა რატომ ყიდიან მის ახალ მაისურს.
სანამ ლუის სუარესი და ხემეს როდრიგესი, შესაბამისად "ბარსელონას" და მადრიდის "რეალს" შეუერთდებოდნენ, მათი ახალი მაისურები მაღაზიებში გასაყიდად უკვე გამოსული იყო. აღნიშნული პრაქტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კატალონიელთა მორიგი შენაძენი მსოფლიო ჩემპიონი მატ ჰუმელსი გახდება.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
84
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0