x
image
worldsport.ge
"რეალში" დი მარიას დღეები დათვლილია

imageარგენტინის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ანხელ დი მარია, კარიერას "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას, ესპანური MARCA ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული გრანდი მადრიდელებს, დი მარიას სანაცვლოდ, 65 მილიონ ევროს გადაუხდის. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, არგენტინელი, ყველაზე ძვირადღირებული გაშვებული ფეხბურთელი გახდება (მანამდე, მესუთ იოზილი იყო - 50 მილიონი ევრო, "არსენალი").
პსჟ დი მარიასთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და არგენტინელის წლიური ანაზღაურება, 8 მილიონი ევრო იქნება.
თუ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება, ანხელ დი მარია, მორატას ("იუვენტუსი") და კასემიროს ("პორტუ") შემდეგ მესამე ფეხბურთელი გახდება, რომელიც მადრიდის "რეალს" დატოვებს.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0