x
image
worldsport.ge
ბენდტნერს "აინტრახტის" ვარიანტი ჩაეშალა

imageლონდონის "არსენალის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ნიკლას ბენდტნერი კვლავ ახალი კლუბის ძიებაშია. დანიელ ფეხბურთელს მოლაპარაკება გერმანულ "აინტრახტთან" ჰქონდა, თუმცა ჩაიშალა. მიზეზი, ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილი მაღალი ანაზღაურება გახდა.
26 წლის თავდამსხმელი, თითოეულ მატჩში 38 000 ევროს ითხოვდა. ამავდროულად, ბენდტნერს კვირაში, ხელსაფის სახით, 50 000 დოლარი სურდა, რაზეც გერმანულმა კლუბმა უარი განაცხადა.
ნიკლას ბენდტნერს "მეთოფეებთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. ცენტრალურმა ფორვარდმა, გასულ სეზონში, ლონდონელთა მაისურით 14 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. სულ კი, "არსენალის" რიგებში 171 მატჩი ჩაუტარებია, გაიტანა 47 გოლი და 22 საგოლე გადაცემაც შეასრულა.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge




0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0