x
image
worldsport.ge
"არსენალი" ქართველთათვის ნაცნობ ჩამბერსს დაიმატებს

imageBBC-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალმა" "საუთჰემპტონთან" კალუმ ჩამბერსის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია და ინგლისელ მცველში 16 მილიონ გირვანქას გადაიხდის.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია. 17-წლამდელთა შორის ევროპის ელიტრაუნდში, ჩამბერს ქართველ თანატოლებთან "მიხეილ მესხზე" უთამაშია, მაშინ ქართველებმა 1:0 მოიგეს, ხოლო 2013 წელს, 19-წლამდელთა ელიტრაუნდში, ცეცაძის შეგირდებმა, ჩამბერსის კაპიტნობით ინგლისელი თანატოლები ვერ დაამარცხეს (1:1), თუმცა ჯგუფიდან მაინც გავიდნენ.
19 წლის ჩამბერსმა, პრემიერლიგის გასულ სეზონში 22 შეხვედრა ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელთა თავკაცი არსენ ვენგერი, ფეხბურთელს მარჯვენა, ან ცენტრალურ მცველად გამოიყენებს.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0