x
image
worldsport.ge
ოფიციალურად: რანიერი საბერძნეთს გაწვრთნის

image"მონაკოს" აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ, საბერძნეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა. აღნიშნული ინფორმაცია, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა. 62 წლის ცნობილი იტალიელი სპეციალისტი, ფერნანდუ სანტუშს შეცვლის და ბერძნებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში უთავკაცებს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე, რანიერის ეროვნული ნაკრები არ გაუწვრთნია და გამოცდილი სპეციალისტისთვის, საბერძნეთის ნაკრები ახალი გამოწვევაა. იტალიელ სპეციალისტს პირველი ოფიციალური მატჩი 7 სექტემბერს, რუმინეთის წინააღმდეგ ელოდება.


გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge


0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0