x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
აღმოჩენა,რომელმაც შესაძლოა შეცვალოს მსოფლიო ისტორია-დინოზავრები ბუმბულით იყვნენ შემოსილი
image


















დინოზავრის სახეობა, რომელის ნარჩენებიც ციმბირში იქნა აღმოჩენილი იმიერბაიკალის კულინდადრომეუსი(kulindadromeus zabaikalicus)-პარაილუსტრატორის ანდრეი აგუჩინის ნამუშევარი.



"ყველა დინოზავრი ბუმბულით იყო შემოსილი, ან შესაძლოა ან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შემოსილიყვნენ."


ეს გახლავათ ახალი მეცნიერული დასკვნა, რომელიც ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.





ამის საფუძველს იძლევა სამხრეთ-აღმოსავლეთ ციმბირში აღმოჩენილი დინოზავრების ნარჩენები, რამელიც მიანიშნებს, რომ ბუმბული უფრო დამახასიათებელი იყო დინოზავრებისთვის, ვიდრე ეს აქამდე ითვლებოდა.


მეცნიერები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, როდესაც გამოიკვლიეს კულინდას ველზე ნაპოვნი დინოზავრის ნარჩენები.


სახეობა, რომელიც აღმოჩენილი იქნა იმიერბაიკალის ოლქში და უწოდეს "kulindadromeus zabaikalicus", ორ ფეხიანი 1, 5 სიგრძის ბალახისმჭამელი დინოზავრი გახლდათ.


როგორც კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა განუცხადა BBC-ის კორესპონდენტს, "აღმოჩენა მთლიანად ცვლის ჩვენს წარმოდგენას დინოზავრების შესახებ".


აღსანიშნავია, რომ უფრო ადრე ჩინეთიდან მოდიოდა მონაცემები იმის შესახებ, რომ ბუმბულით იყვნენ შემოსილები მტაცებელი-დინოზავრები.


ახალი კვლევებმა გამოყო დინოზავრთა სრულიად ახალი ჯგუფი:ბალახისმჭამელი დინოზავრები ფრინველმენჯა ქვეჯგუფიდან.


"ის ფაქტი, რომ ბუმბულები იქნა აღმოჩენილი ორ სხვადახვა ტეროპოდის სახეობაზე, ერთი ჩინეთში და მეორეც ფრინველმენჯას სახეობაზე რუსეთში, -მიანიშნებს იმას, რომ მათი სახეობის წინაპრები, რომლებიც ცხოვრობდნენ 220 მილიონი წლის წინათ, შესაძლოა ბუმბულით იყვნენ შემოსილი"-აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, დოქტორი პასკალ გოლფრუა ბრიუსელის ფიზიკურ მეცნიერებათა სამეფო ინსტიტუტიდან.

0
151
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0