x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ჯუმბერ ლეჟავა გარდაიცვალა

imageდღეს ქართველი მსოფლიო რეკორდსმენი და მოგზაური ჯუმბერ ლეჟავა 75 წლის ასაკში “ჯოენის" კლინიკაში გარდაიცვალა.როგორც გარდაცვლილის მეგობარმა განაცხადა გარდაცვალების მიზეზი გულის პრობლემები იყო.
ჯუმბერ ლეჟავა 1993 წლის 13 აგვისტოდან 2003 წლის 3 ნოემბრამდე ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო: 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია, 2-ჯერ ეწვია ანტარქტიდას; გადაიღო 50.000-ზე მეტი ფოტო-კადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეო ფირი; შექმნა მოგზაურობის 7.000 გვერდიანი დღიური.
ჯუმბერ ლეჟავას 1999 წელს იუნესკომ გადასცა "მსოფლიო სპორცმენის" დიპლომი, ხოლო 2002 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასალის სახელობის I ხარისხის ორდენით.

1
304
4-ს მოსწონს
ავტორი:JuicyFryit
JuicyFryit
304
  
2014, 26 ივლისი, 7:34
საწყალი,მაგარი კაცი იყო!!
0 1 1