x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ და რატომ ბლოკავს ნუცა ბუზალაძეს?

image17 წლის მომღერალი ნუცა ბუზალაძე იურმალაში, "ახალი ტალღის" კონკურსზე საქართველოს სახელით წარსდგა. მომღერალმა პირველივე საკონკურსო ტურში შესანიშნავი შედეგი აჩვენა, ლიდერობა არავის დაუთმო. მეორე ტურში კი სოფო ხალვაშმა და ნუცამ ქართული სიმღერა "ყვავილების ქვეყანა" შეასრულეს და პირველი ადგილიც შეინარჩუნეს. ცალსახაა, რომ ქართველი მომღერალი უპირობო ლიდერია, თუმცა კონკურსის მესამე ტური კიდევ წინ არის. ნუცა ბავშვობიდან მღერის, ჯერ ანსამბლ "მართვეში", შემდეგ კი "მზიურში". სასცენო გამოცდილებასაც არ უჩივის, 14 წლის ასაკში პროექტ "ნიჭიერის" სცენაზე დადგა, სწავლობდა ბერას სტუდიაში, ბოლოს კი პროექტ "ერთი-ერთში" მიიღო მონაწილეობა. ნიჭის, ენერგიის, შრომისმოყვარეობისა და გამოცდილების წყალობით მომღერალმა საქართველო ასახელა. მეტიც, ის "ახალი ტალღის" სხვა კონკურსანტებზე ერთი თავით მაღლა დგას.image

წარმატებული ორი ტური, სამწუხაროდ გამარჯვებას არ ნიშნავს. როგორც, ნუცას პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა აღნიშნავს მთავარი ბრძოლა წინ არის. ფილიპ კირკოროვი ნუცას ჯიუტად უწერს 10 ქულას. ალბათ მიზეზი არ გაგიკვირდებათ, როდესაც შეიტყობთ, რომ კირკოროვი უკრაინელი მომღერლის პროდიუსერი გახლავთ. ეს უკანასკნელი კი ნუცას სერიოზული კონკურენტია. "შესაძლოა ნუცა მესამე ტურში დაბლოკონ"-წუხს მამულიჩა. თვალშისაცემია პოლიტიკური მოტივებიც, რატომღაც რუსული შოუბიზნესის წევრები ომის შემდეგ უკრაინას ქომაგობენ, მეტიც ცოტა ხნის წინ უკრაინის დროშის ფერებში გამოწყობილებიც გამოჩნდნენ.

imageimageimage


0
320
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0