x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სოციალური ქსელების გავლენა ადამიანზე

უკანასკნელმა ნეიროფსიქოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა ცვლილებები იმ ადამიანთა ტვინის სტრუქტურაში, რომლებიც განიცდიან ინტერნეტდამოკიდებულებას. კერძოდ, დადგინდა, რომ ხდება ტვინის მნიშვნელოვანი არეების შემცირება და თეთრი ნივთიერების (რაც ერთგვარ გამტარს წარმოქმნის ტვინში) შევიწროება.საინტერესო ფაქტია, რომ ეს ცვლილებები ძალიან ჰგავს იმ ცვლილებებს რასაც განიცდის ჰეროინზე ან მსგავს სხვა ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანის ტვინის უჯრედები.
ინტერნეტის აქტიურ მომხმარებლებს შეადგენენ უმეტესად
12–დან 45 წლამდე ასაკის ადამიანები. ფსიქოლოგები განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას ისეთი კატეგორიის მომხმარებლებზე, რომელთა ფსიქიკა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული.ასეთ ჯგუფში მოიაზრებიან მოზარდები. ვინაიდან მათი ფსიქიკა არასტაბილურია, ისინი ხშირად ავლენენ „ინტერნეტდამოკიდებულებას“, რაც უარყოფითად მოქმედებს მათ პროგრესსა და მსოფმხედველობის ჩამოყალიბებაზე. განუსაზღვრელი დროით „ქსელში“ ყოფნა მოზარდებს (და არა მარტო მათ)
ართმევს ცხოვრების აღქმის უნარს, რეალობისა და დღევანდელობის შეგრძნებას, „აქ და ამჟამად“ არსებობის, ეგზისტენციის უნარს. ამასთანავე სოციალური ქსელები ხელს უშლიან მათ განვითარებასა
და გაზრდას, რადგან ის ხდება მათი ცხოვრების ნარკოტიკი. არანაკლებ სახიფათოა მოზარდების მიერ სექსუალური ქცევისაკენ მიმართული წინადადებებისა და მოწოდებების კითხვა, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს მოზარდთა ფსიქიკაზე.
განსხვავებული სიტუაციაა მოზრდილთა კატეგორიაში (24–25 წლიდან 45 წლამდე). ამ ასაკობრივ ჯგუფში ადამიანები,
რომლებსაც არ ჰყავთ ნაპოვნი პარტნიორი, დიდ იმედებს ამყარებენ სოციალურ ქსელებზე. ფიქრობენ, რომ იტერნეტის საშუალებით ბევრად ადვილია ადამიანის გაცნობა და დაოჯახება. თუმცა, სინამდვილეში თავს იჩენს ხოლმე უფრო მეტი უარყოფითი მხარე, ვიდრე დადებითი, რაც იწვევს სინანულის შეგრძნებას, იმედგაცრუებას, შფოთვასა და ღრმა დეპრესიას.
ცნობილია, რომ ბოლო დროს დიდ ბრიტანეთში წარმოებული
განქორწინებების 20% სოციალურ ქსელ Facebook–ს უკავშირდება.(ამ ფაქტის შესახებ წერს The Daily Mail ). ყოველ მეხუთე მეუღლეს ოჯახის დანგრევის ერთ–ერთ მიზეზად მისი მეორე ნახევრის სოციალურ ქსელებში ზედმეტად ჩართულობა მოჰყავს. უფრო მეტიც, რამოდენიმე თვის წინ გავრცელდა შემზარავი ინფორმაცია
– აშშ–ში დედამ საკუთარი შვილი მხოლოდ იმის
გამო მოკლა, რომ ჩვილი დედას „ფეისბუქის“ ფერმაში „მოსავლის აღებას“ არ აცლიდა. (სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული მსგავსი პრობლემები საქართველოშიც არაერთია. მაგალითად, ცოტა
ხნის წინ ქართველი გოგონების ხელჩართული ჩხუბისა და დაჭრის მიზეზი ის გახდა, რომ მოზარდმა ვირტუალურ ნაცნობ ბიჭს შეფასებაში ერთი ქულა დაუწერა).
ასეთივე გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე ვიდეო და ონლაინ თამაშები. ფსიქოლოგთა ნაწილი აცხადებს, რომ მწვავე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას იწვევს მხოლოდ ონლაინ თამაშები, სადაც მოთამაშეებს აქვთ საშუალება იურთიერთონ სხვა მოთამაშეებთან, რაც ხშირად ხდება მიზეზი იმისა, რომ ვირტუალური ურთიერთობა მათთვის ხდება ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე რეალური ცხოვრებისეული ურთიერთობები ადამიანებთან (ანუ ადამიანის აფილიაციის მოთხოვნილება სახეცვლილად თითქოს კომპენსირდება, კმაყოფილდება ვირტუალურად). თუმცა ამ აზრს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ
არა მარტო ონლაინ, არამედ ზოგადად კომპიუტერულ თამაშების მძლავრ გავლენაზე.
უდავოა, რომ კომპიუტერმა, ინტერნეტმა და სხვა თანამედროვე მიღწევებმა უკვე ღრმად შემოაღწიეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და გაიდგეს ფესვები ჩვენს ფსიქიკაში. მეცნიერების აზრით, ხალხი
ჯერ კიდევ ვერ აფასებს იმ ზეგავლენის რეალურ სიდიდეს, რასაც უკანასკნელი ათწლეულების
მიღწევები ახდენენ ადამიანზე.
განვითარება და წინსვლა როგორც მეცნიერულ, ასევე ტექნოლოგიურ დონეზე უდავოდ მისასალმებელია. წარმოუდგენელია XXI საუკუნე კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ყველა სიკეთესთან ერთად ზიანის მომტანიც შეიძლება იყოს ეს ყველაფერი. უბრალოდ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად შემცირებულ იქნას გავლენის ხარისხი და ეფექტი. ვირტუალურ ურთიერთობებზე მეტად უპირატესობა უდა მიენიჭოს პირისპირ, ცოცხალ ურთიერთობებს. თუ ვაცნობიერებთ რომ ვხდებით ინტერნეტმიჯაჭვული (ინტერნეტდამოკიდებული), შევეცადოთ საკუთარ თავს მისი გამოყენების შეზღუდვები დავუწესოთ.

0
771
შეფასება არ არის
ავტორი:მეგი მამუკაშვილი
მეგი მამუკაშვილი
771
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0