x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508496
ჰანს იურგენ აიზენკი, თეორია და საკვლევი ტესტები


image ჰანს აიზენკი დაიბადა 1916 წლის 4 მარტს ბერლინში.მისი მშობლები მსახიობები იყვნენ. ისინი განქორწინდნენ, როდესაც აიზენკი 4 წლის იყო. შემდეგ ის ბებიასთან ცხოვრობდა.მას თავიდან
სურდა ბერლინის უნივერსიტეტში ჩაებარებინა ფიზიკის ფაკულტეტზე, მაგრამ ეს ნიშნავდა იმას, რომ იგი გაწევრიანდებოდა ნაცისტურ საიდუმლო გაერთიანებაში და ამიტომაც გერმანიიდან წავიდა. მოგვიანებით ის იხსენებს: „მე ვიცოდი, რომ არ მექნებოდა მომავალი ჩემს უბედურ სამშობლოში“ 18 წლის ასაკში აიზენკი დასახლდა ლონდონში, სადაც ჩააბარა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ მან მუშაობა დაიწყო ჰოსპიტალში, სადაც მკურნალობდა ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტებს.შემდეგ აიზენკი მოღვაწეობდა ფსიქიატრიის ინსტიტუტთან არსებული მაუდსლისა და ბითლების ჰოსპიტალის ფსიქოლოგს ინსტიტუტის პროფესორად.იგი ინგლისური კლინიკური ფსიქოლოგიის დონეს ძალიან დაბლად თვლიდა, ამიტომ გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა გაცნობოდა იქაური
მეცნიერების განვითარების დონეს.1950 წელს აიზენკი გაშორდა პირველ მეუღლეს და მოიყვანა მეორე ცოლი, პროფესიით ფსიქოლოგი.მათ რამდენიმე ერთობლივი წიგნი გამოსცეს. 80-იან წლებში აიზენკი იყო ფსიქიატრიის ინსტიტუტის პროფესორი.იგი არის დაახლოებით 80 წიგნის ავტორი და 1600 სტატიის.მისი შვილიც ასევე ფსიქოლოგიის პროფესორია.იგი გარდაიცვალა 1997 წელს
ტვინის სიმსივნით.

მოღვაწეობა

აიზენკს არ აკმაყოფილებდა ტრადიციული
კლინიკური დიაგნოსტიკა.პრაქტიკული ანალიზის გამოყენებისას მან არმოაჩინა, რომ ტრადიციული დიაგნოსტიკური ჯგუფები შეიძლება აღიწეროს 2 ძირითადი ფაქტორით:ნევროტიზმი და ექსტრავერსია-ინტროვერსია.ამ თეორიის საფუძველზე მან გამოსცა პირველი წიგნი „პიროვნების განზომილება“. მან ჯერ კიდევ ამერიკის შეერტებულ შტატებში დაიწყო მუშაობა თავის წიგნზე „პიროვნების სტრუქტურა“, სადაც ხაზს უსვამდა ფაქტორული ანალიზის ეფექტურობას, როგორც ცნობილი ფაქტორების წარმომდგენის
საუკეთესო მეთოდს.იგი ამ ფაქტორების ასახსნელად იყენებდა ბიოლოგიურ მიდგომას, რომლის ობიექტური შემოწმებაც შესაძლებელი იქნებოდა.ამ მხრივ მასზე გადამწყვეტი გავლენა პავლოვის
ნაშრომებმა იქონია, თუმცა მის თეორიაში აშკარად იგრძნობა იუნგისა და კრეჩმერის თეორიების გავლენა.

თავის თეორიის ჩამოყალიბების ფაქტორილი ანალიზით მონაცემთა
დამუშავებამდე ჰიპოთეტურ-დედუქციურ მეთოდს იყენებდა.თავდაპირველად ის არსებული პიროვნების
თეორიების ანალიზის საფუძველზე თეორიულ მოდელს, სქემას ადგენდა და მხოლოდ ამის შემდეგ აგროვებდა ამ მოდელის ლოგიკურად შესატყვის და დამამტკიცებელ მონაცემებს. აიზენკი „ნერვოზის წარმოქმნის 3ფაზიანი თეორიის“ კონცეპტუალური მოდელის ერთ-ერთი ავტორია.

იგი აღწერს ნერვოზის განვითარების, როგორც დასწავლილი ქცევითი რეაქციების სისტემას.ამ ქცევითი მოდელის საფუძველზე შემდგომში შემუშავდა პიროვნების ფსიქოთერაპევტული კორექციის მეთოდები, კერძოდ ავერსიული ფსიქოთერაპიისმერთ-ერთი ვარიაცია.აიზენკმა ასევე დააფუძნა ჟურნალები: „personality and individual differences” და “behaviour research and therapy”

აიზენკის პიროვნების თეორია

აიზენკის აზრით, პიროვნების ფსიქოლოგიური
თეორიის აუცილებელი პირობა მისი დებულების ობიექტური დასაბუთების შესაძლებლობა უნდა იყოს.ემპირიული პროცესების აღწერა, მხოლოდ პიროვნული ნიშნების ვერბალური ჩამოთვლა და მათზე დაყრდნობით მანიპულირება არ არის საკმარისი მაცენიერული თეორიის ჩამოყალიბებისთვის.დასაწყისში აიზენკმა გამოყო ორი განზომილება: ექსტრავერსია-ინტროვერსია და ნეიროტიზმი-ემოციური სტაბილობა. მოგვიანებიტ კი დაუმატა მესამე განზომილებაც: ფსიქოტიზმი-ძლიერი სუპერ ეგო. აიზენკის თეორია ტიპოლოგიური თეორიაა, მაგრამ ტიპის ცნება მას თავისებურად ესმის. ტიპი მისთვის კატეგორია კი არ არის, რომელიც პიროვნებას ზუსტად ერგება, არამედ ფართე განზომილებაა.

აიზენკისთვის ინტროვერტი არის პიროვნება, რომელიც ინტროვერია-ექსტრავერისიის განზომილებაზე უფრო ახლოს ინტროვერსიის პოლუსთანაა.ზოგი ადამიანისთვის ქულები შეიძლება აღმოჩნდეს ამ განზომილების უკიდურეს ბოლო წერტილზე, მაგრამ
ადამიანთა უმრავლესობა ინტროვერსიისა და ექსტრავერსიის პოლუსებს შორის, შუაში თავსდება.იგივე ითქმის დანარჩენ ორ განზომილებაზეც.

პიროვნების ელემენტების იერარქიული მოდელი

აიზენკის თეორიის ბირთვი არის ის, რომ პიროვნების
ელემენტები დაწყობილია იერარქიულად, მან შექმნა პიროვნების ოთხგანზომილებიანი სიისტემა


პირველი დონე: სპეციფიკური მოქმედებები ან აზრები. ეს არის ქცევის ან აზრების სპეციფიკური მანერა, რომელიც
შეიძლება იყოს ან არ შეიძლება იყოს პიროვნების ინდივიდუალური მახასიათებელი.მაგალითად:მხატვარი, რომელიც
ცდილობს შექმნას შედევრი, მაგრამ არ გამოსდის და მისი ტილოები სავსეა უაზრო ნახატებითა და უცნაური ფერებით.თუმცაღა არ შეიძლება ვილაპარაკოთ მის ქცევაზე, როგორც მახასიათებელზე,
არამედ ის უნდა განვიხილოთ როგორც რეაქციის შედეგი.


მეორე დონე: ჩვეული მოქმედებები ან ჩვეული აზრები.
ეს არის მოქმედებები, რომლებიც გარკვეულ პირობებში მეორდება.მაგალითად თუ ოფისის მენეჯერი
მუდმივად გამოირჩევა აგრესიული და ანტისოციალური ქცევით თანამშრომლებთან, ასეთი მოქმედება
მას უკვე ჩვევად ექცევა.სპეციფიკური რეაქციებიდან განსხვავებით, ჩვევები საკმაო თანმიმდევრობით
ხასიათდება.ჩვევები ფაქტორული ანალიზის მეშვეობით სპეციფიკური რეაქციებიდან გამოიყვანება.

მესამე დონე: ნიშნები. აიზენკი ნიშანს განსაზღვრავს, როგორც მნიშვნელოვან, შედარებით მყარ პიროვნულ მახასიათებელს.ნიშანი რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ჩვევისგან ყალიბდება.
მაგალითად თუ პიროვნება გამუდმებით ეხმარება სხვებს საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად, შეგვიძლია მას ალტრუიზმის ნიშანი მივაწეროთ.



მეოთხე დონე:ტიპები (სუპერფაქტორები). ტიპი რამდენიმე ერთმანეთთან კორელაციაში მყოფი ნიშნებიდან
ყალიბდება.მაგალითად: სიბეჯითე შეიძლება დაკავშირებული იყოს ემოციური ადაპტაციის დაბალ დონესთან, სოციალურ სიმორცხვესთან და სხვა რამდენიმე ნიშანთან, რომლებიც ქმნიან ინტროვერტირებულ
ტიპს.

ფაქტორთა იდენთიფიკაციისთვის აიზენკმა ოთხი
კრიტერიუმი გამოყო:

1)ფაქტორთა არსებობის ფსიქომეტრული დასაბუთება-ფაქტორი უნდა იყოს სტატისტიკურად სანდო და შემოწმებადი.სხვა მკვლევარებსაც, რომლებიც დამოუკიდებელი ლაბორატორიების წარმომადგენლები არიან, უნდა შეეძლოთ იგივე ფაქტორის მიღება.

2)ფაქტორი მემკვიდრეობით უნდა ხასიათდებოდეს და შეესაბამებოდეს არსებულ გენეტიკურ მოდელს.ეს კრიტერიუმი გამორიცხავს ნასწავლ (შეძენილ) მახასიათებლებს, როგორიცაა პოლიტიკური ან რელიგიური რწმენები და სხვა.

3)ფაქტორი თეორიისთვის, მისი აღსისთვის რელევანტური და მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

4) მათემატიკური გზიტ მიღებული ფაქტორი უნდა უკავშირდებოდეს სოციალურ მოვლენებს, მაგალითად ნარკოტიკების მოხმარებას, გამორჩეულ სპორტულ მიღწევებს, ფსიქოტურ ქცევებს, დანაშაულს და სხვა.

აიზენკი ამბობდა: „ადამიანის გენეტიკურად განსაზღვრულ
მიდრეკილებებზეა დამოკიდებული ადამიანის მოქმედების თავისებურებები გარკველ სიტუაციაში“

სამივე სუპერფაქტორი : ინტროვერსია, ნევროტიზმი და ფსიქოტიციზმი აიზენკის მიხედვით უპირატესად
გენეტიკურ ფაქტორზეა დამოკიდებული.აიზენკის მტკიცებით, თითოეული ამ სუპერფაქტორის გამოვლინების
ვარიაციის სამი მეოთხედი გენეტიკით აიხსნება და მხოლოდ ერთი მეოთხედი გარემო პირობებით.
ტყუპების შესწავლამ გამოავლინა, რომ მონოზიგოტურ ტყუპებს ბავრად უფრო მსგავსი მახასიათებლები
აქვთ, ვიდრე ერთი სქესის სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან, მაგრამ ერთ პირობებში გაზრდილ ტყუპებს.ყველა
ეს მონაცემი აიზენკის აზრით ამტკიცებს, რომ ადამიანთა შორის ინდივიდუალური განსხვავებების
მიზეზი გენეტიკური ფაქტორების უპირატესი მოქმედების შედეგია.

ესენი არიან მონოზიგოტური ტყუპები, რომლებიც
საგრძნობლად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხასიათებითა და სოციალური მოთხოვნილებებით. კერძოდ, მარცხნივ მყოფი ბავშვი არის ექსტრავერტი:აქტიური, გასხნილი და სხარტი აზროვნების,
ხოლო მარჯვნივ მყოფი ბავშვი არის ინტროვერტი: ჩაკეტილი, ჩუმი და ემოციურად სტაბილური.

პიროვნების ძირითადი განზომილებები

1) ინტროვერსია-ექსტრავერსია

აიზენკის მიხედვით, არსებობს განზომილება
ექსტრავერსია-ინტროვერსია, რომლის ერთ პოლუსზე ინტროვერტია, ხოლო მეორეზე ექსტრავერტი.ტიპიურ
ექსტრავერტს უყვარს მხიარულება, სოციალურად გახსნილია.ჰყავს ბევრი მეგობარი, რისკიანია, ყველაფერს
ახალს ამჩნევს, სწრაფად რეაგირებს, ოპტიმისტია, უდარდელია, უშუალო ემოციების გამოხატვაში დიდად საიმედო არ არის და მისი მხრიდან შეიძლება ადგილი ქონდეს საზოგადოებრივი ნორმების
დარღვევას.ტიპიური ინტროვერტი საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდება, თავის თავში ჩაღრმავებული
პიროვნებაა, არ არის ძალიან მხიარული, არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, გარემო გამღიზიანებლებს
თავს არიდებს, ენდობა ძალიან ცოტა ადამიანს და ისიც მხოლოდ ახლო მეგობრებს, არ უყვარს
რისკი, არ არის იმპულსური.სანამ რამეს გააკეთებს, კარგად დაფიქრდება, აკონტროლებს თავის
ემოციებს, პესიმისტურად არის განწყობილი და უფრო ხშირად მოწყენილია.იგი საიმედო პიროვნებაა
და მისი ქცევები საზოგადოებრივ ნორმებზეა ორიენტირებული.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინტროვერტები და
ექსტრავერტები სხვადასხვაგვარ წარმატებას აღწევენ ცხოვრებაშჳ, როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში. ინტროვერტი-შედარებით ჩაკეტილი ადამიანი, რომელიც მიდრეკილია სოციალურად
ჩაკეტილი ხასიათისკენ, მეტი წარმატება აქვს ისეთ საქმეში, რომელიც დაკავშირებულია ყურადღების კონცენტრაციასთან, დაკვირვებასთან და ინტელექტუალურ მზაობასთან. ინტროვერტი პიროვნებები
ოჯახურ ურთიერობაშიც განსხვავებულნი არიან, ისინი უფრო თბილები არიან პართნიორთან და უფრო მეტად ენდობიან მათ, ვიდრე ექსტრავერტები, ამიტომაც სამსახურის შეცვლის, უკმაყოფილების, სიახლის ძიების და ოჯახის დანგრევის ალბათობა შედარებით მცირეა. ისინი სანდო და გამგებიანი
მეგობრები არიან.

ექსტრავერტები მიდრეკილნი არიან რისკისკენ,
ემოციურად გაუწონასწორებელნნი არიან და ცდილობენ გარემოდან მიიღონ ის ემოციური საზრდო რაც მათ სჭირდებათ. ასეთ ადამიანებს უჭირთ ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება. ექსტრავერტი
ადამიანები თავს კარგად გრძნობენ ისეთ სამუშაოზე, რომელიც სავსეა სიახლეებით და საშუალებას აძლევს პიროვნებას კრეატიულად იაზროვნოს. ერთი შეხედვით ექსტრავერტი ადამიანები გულგრილები
და ზედმეტად ემოციურები ჩანან.მათ უადვილდებათ სირთულეების გადალახვა და დარდის გაქარწყლება. ისინი იმ ტიპის ადამიანეს განეკუთვნებიან, რომლებსაც შეუძლიათ ადვილად გადალახონ დეპრესია და დაიწყონ ახალი ცხოვრება.



2) ნევროტიზმი და სტაბილობა

ნევროტიზმი და სტაბილობა არის მიერ გამოყოფილი
მეორე ფაქტორი და ემოციონალობას უკავშრდება.ინდივედებს, რომლებსაც აქვთ ნევროტიზმის სკალაზე მაღალი მაჩვენებელი, უკიდურესი ემოციონალური რეაქციები აქვთ. არასტაბილური ტიპი გამღიზიანებელზე გადაჭარბებული რეაქტიულობით პასუხობს, სტაბილური კი სიტუაციის ადეკვატურად.
მაგალითად როდესაც მანქანა ძალიან სწრაფად, პირდაპირ ჩვენკენ მოძრაობს, ჩვენ სასწრაფოდ განვერიდებით მას, გვერდით გავიწევთ-ეს ადეკვატური ქცევაა. ხოლო როდესაც იგივე მოძეაობას
ვაკეთებთ, როდესაც მანქანის მხრიდან საშიროება არ არის, ეს უკვე არაადეკვატირუ და ემოციონალური მოქმედებაა.

ნევროტიზმის მაღალი მაჩვნებლის ადამიანებს
ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობა.ისინი გაუბედავები, ნერვიულები და მშფოთვარენი არიან.მათი ემოციების გამოწვევა ადვილად ხდება და გარეთაც ინტენსიურად ვლინდება.ფსიქოლოგიური დატვირთვის
შემთხვევაში თავს ხშირად შეუძლოდ გრძნობს, აწუხებს თავის, ან ბეჭის ტკივილი, ღელვა და შფოთვა.

ამგვარი ადამიანები გამოირჩევიან ტირანული ნიშნებით, კერძოდ მათ არ უყვართ, როდესაც მათი ბრძანებები არ სრულდება და გაწბილების
შემთხვევაში მაღალია მათი, როგორც შინაგანი მღელვარება, ასევე ანტისოციალური ქცევებისადმი მიდრეკილება. ნევროტიზმის სკალაზე ალბათ მაღალ მაჩვენებელს აჩვენებდნენ ისეთი ადამიენბი,
როგორებიც იყვნენ : ადოლფ ჰიტლერი, გაიუს კალიგულა და სხვანი.

ემოციურად სტაბილური პიროვნება არის მშვიდი,
თავშეკავებული, მაღალი თვითცნობიერებით გამოირჩევა, სანდო პიროვნებაა და არ არის დარდით დამძიმებული.მისი ავტონოომიური ნერვული სისიტემა გაწონასწორებულად მოქმედებს. ემოციურად
სტაბილურ პიროვნებას მეტი შანსი აქვს გახდეს სოციალურად აქტიური პიროვნება და შესაბამისად მეტი დადებითი რამ აკეთოს, ვიდრე უარყოფითი, რადგანაც მას აქვს მდგრადი ემოციონალური
მდგომარეობა და კარგად აკონტროლებს საკუთარ თავსა და ემოციებს. ემოციურად სტაბილური ადამიანები არ არიან მიდრეკილნი ანტისოციალური ქცევებისკენ. მაგალითად სასულიერო პირები,
ფილოსოფოსები და მარტოდ მყოფი ბერები გამოირჩევიან ემოციურად სტაბილური პიროვნების მაღალი მაჩვენებლით.

აიზენკის მიხედვით ნევროტიზმის სკალაზე მაღალი
ქულა სულაც არ ნიშნავს რომ საქმე ნევროზთან
გვაქვს, თუმცა აიზენკის მიხედვით ამ სკალაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ადამიანში ნევროზით დაავადების ალბათობა, კრიტიკულ პერიოდში, მაღალია იმ ადამიანთან შედარებით რომელსაც დაბალი
მაჩვენებელი აქვს.

აიზენკის აზრით ნევროტიზმი-ემოციური სტაბილობის
ფაქტორი, ისევე როგორც ინტროვერსია-ექსტრავერსია მემკვიდრეობითია.იგი გამოკვლევების საფუძველზე ასაბუთებს ისეთი ნევროტული ნიშნების გენეტიკურობას, როგორიცაა შფოთვა, ისტერია
და სხვა. ბავშვთა ასაკში დარღვევების, ალკოჰოლიზმისა და ჰომოსექსუალიზმის მიხედვით ერთი კვერცხუჯრედის ტყუპები გაცილებით ნაკლებად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ვიდრე
განსხვავებული კვერცხუჯრედის.

ნევროტიზმის ფაქტორის ბიოლოგიურ საფუძვლად
აიზენკი ლიმბურ სისტემას მიიჩნევს. ეს არის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სტრუქტურების
სისტემა, რომელიც მოიცავს ჰიპოკამპს, ჰიპოთალამუსს, ნუშისებრ სხეულს და განლაგებულია ტვინის ფეძესთან.ის გავლენას ახდენს ავტონომიური ნერვული სისტემის სიმპატიკურ ნაწილზე,
რომელიც ცნობიალია როგორც ”წინააღმდეგობის, ბრძოლის ან გაქცევის მექანიზმი”, რადგან მისი ამოქმედება ამზადებს ორგანიზმს ერთ-ერთი ამ ქცევისთვის.კერძოდ სიმპატიკური ნერვული
სისტემის გააქტიურება იწვევს გულისცემას, სუნთქვის გახშირებას, კუნთებში სისხლის მიწოდებას, აძლიერებს
ოფლის გამოყოფას.ყველა ამ გამოვლინებაზე დაკვირვება და ობიექტური გაზომვა შესაძლებელია სპეციალური მეთოდებით.ამ ფიზიკური სიმპტომების პარალელურად ინდივიდი განიცდის უარყოფით ინდივიდებს, რომლებსაც შფოთვის მაღალი დონე აქვთ, საშუალო სიძლიერის სტიმულზე უფრო ემოციური
ფიზიოლოგიური პასუხები აქვთ, ვიდრე ინდივიდებს, რომლებსაც დაბალი შფოთვის დონე აქვთ.

3) ფსიქოტიზმი-ძლიერი სუპერეგო

აიზენკმა მესამე ფაქტორი: ფსიქოტიზმი-ძლიერი
სუპერეგო მოგვიანებით შეიტანა თავის თეორიაში.ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მიაქციეს ყურადღება იმას, რომ ფსიქიური დაავადებების მქონე ადამიანის ბიოლოგიური ნათესავები ხშირად უცნაური
ქცევებითა და აზრებით გამოირჩეოდნენ.აიზენკმა შეიმუშავა კითხვარი, რომელიც ეხმარებოდა მას საზოგადოებაში ფსიქოტიზმის გამოვლენის შესწავლაში.აღმოჩნდა, რომ ინდივიდები, რომლებსაც
ქონდათ მაღალი მაჩვენეველი ფსიქოტიზმის სკალაზე ხასიათდებოდნენ, როგორც იმპულსური, ჩაკეტილი, უპასუხისმგებლო, აგრესიული და არაჰუმანური პიროვნებები.ისინი ყურადღებას არ აქცევენ კანონს, ხშირად არღვევენ წესებს და მიდრეკილნი არიან უცნაურობებისკენ.სოციალური
ნორმების მიმართ კი დოგმატურები არიან, დგანან უკიდურეს პოლუსებზე. ფსიქოტიზმის მაღალი დონის მქონე ინდივიდებს ხშირად აქვთ წარუმატებელი ქორწინება, არიან პროფესიით უკმაყოფილოები და დაბალი შრომითი მიღწევები აქვთ.ისინი არიან აგრესიული, ცივი, ეგოისტური პიროვნებები.

ფსიქოზისკენ მიდრეკილება შეიძლება ადრეულ
ბავშვობაშიც გამოვლინდეს.მაგალითად ბავშვები, რომლებიც ხელს უშლიან საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას და გამოირჩევიან არაჰუმანური აზროვნებითა და ქცევებით, არ ეხმარებიან
თანაკლასელებს და მუდვივად კონფლიქტში არაინ მასწავლებლებთან თუ თავის ტოლებთან, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ასეთ ბავშვებს ფსიქოტიზმის სკალაზე მაღალი მაჩვენებელი ექნებათ.კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ასეთ პიროვნებებს პრობლემები აქვთ ინფორმაციის გადამუშავებაში.ინფორმაციის
გადამუშავების არასწორი პროცესები ხელს უშლის სოციალური წესებისა და ნორმების დასწავლას, რაც ფსიქოტიზმის მნიშვნელოვან მახასიათებელში-დაბალ სოციალიზაციაში ვლინდება.საინტერესოა
ისიც, რომ ამ უნარის ირელევანტური გამღიზიანებლის შემჩნევას და აზროვნების პროცესში ჩართვას დადებითი მხარეც აქვს:ზოგიერთი მაღალი ფსიქოტიზმის მქონე ინდივიდს ეს უნარი
ეხმარება კრეატიულად აზროვნებაში. ამგვარი ქცევის გამოვლენისას მასწავლებელმა და სკოლის ფსიქოლოგმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ ბავშვის ქცევა.სწორ მიდგომას, აღზრდის სტილსა
და ბევრ მუშაობას შეუძლია ფსიქოტიზმისკენ მიდრეკილი ბავშვის ქცევა და აზროვნება პროსოციალური ქცევებისკენ მიმართოს.

პიროვნების ტიპის კვლევა ტესტებით

აიზენკმა შექმნა ტესტი, რომელიც იკვლევს პიროვნების ტიპს, ხასიათს, ემოციურ მდგრადობას.ის არის პიროვნების ძირითადი თვისებების შეფასების ყველაზე გავრცელებული
ტესტი.პირველი ნაწილი ემსახურება ადამიანის ინტრავერტულობის და ექსტრავერტულობის ხასიათის გამოვლენას.ეს ცნება შემოღებულია შვეიცარიელი ფსიქოლოგის იუნგის მიერ და წარმოიქმნა
სიტყვებიდან ”EXTRA”- გარე ” INTRA”- შიდა ”VERTO”- მიპყრობა. აიზენკმა გამოიყენა იუნგის მიდგომები და შეავსო იგი თავისი განსხვავეგრძნობებს.

ტესტის მეორე ნაწილის მეშვეობით შესაძლებელია
პიროვნების ემოციური მერყეობის, ან პირიქით, სტაბილურობის, გაწონასწორებულობის გამოვლენა.ცალსახა ინტროვერტი და ექსტრავერტი პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ გარკვეული დიაპაზონის ფარგლებში ყოველი ჩვენგანი უფრო ახლოსაა ამათუ იმ პოლუსთან.

უკეთესი თვალსაჩინოებისთვის გავეცნოთ აიზენკის
ტესტის ზოგიერთ კითხვას:

1) ხშირად ხართ უცნაურ ხასიათზე? (ნეიროტიზმი)

2) დედათქვენი კარგი ადამიანია? (ფსიქოტიზმი)

3) ოდესმე მიშტერებიხართ შურის თვალით იმას, რაც თქვენი არ იყო? (გულწრფელობა)

4) ოდესმე შეგცოდებიათ ცხოველი, რომელიც მოყვა ციგურების ქვეშ? (ფსიქოტიზმი)

5) დაგიგვიანიათ ოდესმე პაემანზე ან სამსახურში? (გულწრფელობა)

6) მოლაპარაკე ადამიანი ხართ? (ექსტრავერსია-ინტროვერსია)

7) გასაუბრებიხართ ოდესმე ქუჩაში შემთხვევით შემხვედრ ადამიანს? (ექსტრავერსია-ინტროვერსია)

8) სხვისი ნივთები სიფრთხილით ჩაგილაგებიათ თუ არა? (გულწრფელობა)

9) საკუთარ თავს თვლით სოციალურ პიროვნებად? (ექსტრავერსია-ინტროვერსია)

10) გიყვართ სტუმრად სიარული და ყურადღების ცენტრში ყოფნა? (ინტროვერსია-ექსტრავერსია)

11) თვლით რომ ქორწინება მოძველებულია და უნდა გაუქმდეს? (ფსიქოტიზმი)

12) გყავთ ბრძოლისუნარიანი მტრები? (ნევროტიზმი)

აიზენკი ხშირად დადიოდა ბიბლიოთეკაში და კითხულობდა
წიგნებს ფსიქოლოგიაზე და ფსიქოლოგიის მიღწევების შესახებ.როგორც ჩანს მე-20 საუკუნეში ის ისე საფუძვლიანად არ იყო განვითარებული. აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში არ იყო პიროვნების
საკვლევი ტესტები.აიზენკმა ბევრი შრომის შემდეგ მიაღწია იმას, რომ შექმნა ინტელექტის გასაზომი ტესტი.

1904 წელს საფრანგეთის სამინისტროს საჯარო
განათლების რეკომენდაციით, მან შექმნა კომისია, როომელიც სწავლობდა ფსიქიკური პრობლემის
მქონე ბავშვებს. აუცილებელი გახდა, შეეფასებინათ მათი გონებრივი შესაძლებლობები. მან შექმნა რიგი ამოცანებისა, რომლებიც ასაკობრივი კატეგორიზაციის მიხედვით დაყო. ამ ამოცანების
მიხედვით შეიძლება განსაზღვრულიყო ინტელექტის მაჩვენებელი (მათი კოგნიტური განვითარების მიხედვით) და დაარქვა მას IQ, ანუ აბრევიატურა ინგლისური სახელწოდებისა INTELECT QUALITY.


IQ მაშინვე პოპულარული გახდა. იგი გამოჩნდა
ოფისებსა და სახლებში უკვე 50-იან წლებში.ყველას დააინტერესა, თუ როგორი ინტელექტუალური შესაძლებლობები ჰქონდათ მათ და მათ ახლობლებს. ეს იყო ნამდვილი სენსაცია, რადგან ტესტმა
აიზენკი ერთ დღში გახადა პოპულარული.მან მიიღო თითქმის ყველა სახის უმაღლესი ჯილდო და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დადიოდა, რომ ჩაეტარებინა ლექციუები ინტელექტის განვითარების
შესახებ.ის საპატიო ადამიანი გახდა და ყველა პატივს სცემდა. იგი ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში მიიწვიეს და ლექციებსა და სემინარებში უამრავ ფულს უხდიდნენ.იგი
ნაქირავები ოთახიდან მალე საუკეთსო სასტუმროში გადავიდა.

ერთხელ მას აუდიტორიაში დაუსვეს კითხვა: „თავად
როგორი IQ გაქვთ? „ მან ჭკვიანურად უპასუხა:
“ რა თქმა უნდა, მაღალი, მე ხომ ეს ყველაფრეი გამოვიგონე.’’ მისი წიგნები ხელმისაწვდომი იყო ყველა ენაზე და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში იყიდებოდა დიდი ტირაჟით.

მიუხედავად პოპულარობისა და დამსახურებისა 1971 წელს აიზენკს საჯარო გამოსვლაზე ქათმის კვერცხები დაუშინეს, როდესაც იგი აკეთებდა მოხსენებას „რასა, ინტელექტი და განათლებაზე“


აიზენკის კვლევებმა აჩვენა, რომ ინტელექტის განმსაზღვრელია
როგორც ბიოლოგიური, ასევე სოციალური ფაქტორები





ავტორი: ვანო ჯანიაშვილი

25.07.2014


































































































0
1397
შეფასება არ არის
ავტორი:ვანო ჯანიაშვილი
ვანო ჯანიაშვილი
1397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0