x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ჭორი თუ სიმართლე? რას წერს თურქული ყვითელი პრესა პოპულარულ თურქ მსახიობებზე ( + ვიდეო )

imageერთი თვეც არ გასულა მას შემდეგ, რაც ცნობილი თურქი მსახიობური წყვილი მურატ ილდირიმი და ბურჩინ თერზიოგლუ ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა ეს საიდუმლო რამდენიმე თვის მანძილზე შეინახა და ბოლოს განცხადება გააკეთეს, რომ " სიყვარული დასრულდა".თურქული კინოს მოყვარულთათვის კარგადაა ცნობილი, რომ ახალ სერიალში მურატ ილდირიმი და ჯანსუ დერე მთავარ როლს თამაშობენ. ახლახანს კი ჭორი გავრცელდა მათი გასაიდუმლოებული რომანის შესახებ და ყოფილ ცოლთან გაყრის ნამდვილი მიზეზიც ყვითელ პრესაში გავრცელებული ჭორის მიხედვით გარკვეულია.imageimageimageწყარო იმაზეც წერს, რომ ბურჩინსა და ჯანსუ დერეს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ და იმდენად ახლო ურთიერთობა აქვთ, დასასვენებლადაც კი ერთად მოგზაურობენ.თურქულმა საიტმა ამ ცნობილი სამეულის ორი წლის წინანდელი ვიდეო გაავრცელა, სადაც მსახიობები მშვენივრად ერთობიან ღამის კლუბში.

მაგრამ ეს იყო სამი წლის წინ - ახლა გოგონები მარტო დააფიქსირეს პაპარაცებმა მშვენიერი ბოდრუმის სანაპიროზე.

წყაროს ინფორმაციით, მურატზე უსაზღვროდ შეყვარებული ბურჩინი ყოველთვის გამოირჩეოდა ეჭვიანობით. იმასაც წერენ, თუ როგორ ჩააკითხა ქალაქგარეთ გადაღებებზე წასულ მეუღლეს ბურჩინმა, როცა ფილმ " ასის" გადაღება მიმდინარეობდა.

როგორც ჩანს, უზომოდ შეყვარებული ახლა უკვე ყოფილი ცოლი ბურჩინი სამუდამოდ აპირებს მურატის დაცვას ახალი სასიყვარულო ურთიერთობებისაგან.რამდენად შეესაბამება სიმართლეს ახლახანს გავრცელებული ჭორი, ზუსტად არავინ იცის, მარტო ის არის ცნობილი, რომ ყველა სერიალში მურატ ილდირიმის მეწყვილე ყოველთვის განსაკუთრებული სილამაზით გამორჩეული თურქი ქალბატონია.image
imageimage
image



0
1602
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1602
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0