x
image
worldsport.ge
"რეალმა" ხამესის ტრანსფერით უკვე 26.3 მილიონი ევრო მიიღო

imageმას შემდეგ, რაც კოლუმბიიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "მონაკოს" ყოფილი ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი მადრიდის "რეალში" გადავიდა, “სამეფო კლუბმა” აღნიშნული ტრანსფერით უკვე 26.3 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
მადრიდის მაღაზიებში კოლუმბიელის 10-ნომრიანი მაისური გასაყიდად გამოტანილი ჰქონდათ ფეხბურთელის ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე. უკვე დათვლილია, რომ ხამესის გაყიდული მაისურის ტირაჟი 345 000 შეადგენს და კლუბმაც უკვე საკმაოდ იხეირა. ივარაუდება, რომ აღნიშნული რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
“სამეფო კლუბს” როდრიგესის ტრანსფერი 80 მილიონი ევრო დაუჯდა და კოლუმბიელის მაისურების გაყიდვა თუ ასეთი სწრაფი ტემპით გაგრძელდება, მადრიდელებმა, შესაძლოა, ხამესში გადახდილი თანხის ნახევარი თავისუფლად ამოიღონ.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0