x
image
worldsport.ge
ფალკაო, შესაძლოა, ხამესის კვალს გაჰყვეს

imageკოლუმბიის ეროვნული ნაკრების და "მონაკოს" თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ, შესაძლოა, კარიერა მადრიდის "რეალში" განაგრძოს. აღნიშნულ ინფორმაციას ABC ავრცელებს.
შესაძლო ტრანსფერის დეტალები შემდეგნაირია: ფალკაოს სამეფო კლუბი ერთი წლით ინათხოვრებს და ფრანგებს 12 მილიონ ევროს გადაუხდის. იმ შემთხვევაში, თუ კოლუმბიელი ესპანეთში კარგად ითამაშებს და კლუბი მისი ასპარეზობით კმაყოფილი იქნება, "მონაკო" ერთი წლის შემდეგ, დამატებით 33 მილიონ ევროს მიიღებს.
მოგეხსენებათ, ხამეს როდრიგესმა მადრიდელებთან 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და "რეალს", გავრცელებული ცნობით, კიდევ ერთი კოლუმბიელი დაემატება. აღნიშნული ინფორმაცია, ჯერჯერობით, არც ფრანგულ და არც ესპანურ მხარეს არ დაუდასტურებია.
რამდენიმე დღის წინ, ფრანგული გუნდის ახალმა მწვრთნელმა ლეონარუ ჟარდიმმა განაცხადა, რომ ფალკაო მოედანზე დასაბრუნებლად ჯერ მზად არაა. კოლუმბიელმა თავდამსხმელმა იანვარში მძიმე ტრავმა მიიღო და საფრანგეთის ლიგა ერთში ნახევარი სეზონი და ბრაზილიაში ჩატარებული მუნდიალიც გამოტოვა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0