x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134521
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ჩვევები და ცვლილება
როდესაც ჩვევებზე ვფიქრობთ, უმრავლეს შემთხვევაში ცუდი გვახსენდება: ფრჩხილების კვნეტა, საქმის გაჭიანურება, ნერვიულობის დროს ტკბილეულის ჭამა და ასე შემდეგ. მაგრამ, რა თქმა უნდა, უამრავი კარგი თვისებაც გვაქვს: სიბეჯითე, ლოცვა, კბილების გახეხვა. რატომ არის ჩვევა ასეთი მნიშვნელოვანი? ჩვევა“ქცევითი ავტოპილოტია''. მისი წყალობით ბევრი კარგი საქციელის ჩადე3ნა მხედრის ჩარევის გარეშეც შესაძლებელი ხდება.

საკუთარი თავი ან სხვა ადამიანები რომ შევცვალოთ, ამისათვის აუცილებელია ჩვევების შეცვლა. ჩვევა შესაძლებელია გარემოს ცვლილებასთან ერთად შეიცვალოს.ამაში უცნაური არაფერია-ჩვევას გარემო განაპირობებს. ამას კვლევებიც ადასტურებს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, როდესაც ადამიანები საკუთარი ცხოვრების შეცვლას ცდილობენ, წარმატებულთა 36 პროცენტი ისინი აღმოჩნდნენ, სხვა ადგილას რომ გადავიდნენ საცხოვრებლად. ამის საპირისპიროდ, წარუმატებელი ისტორიების შემთხვევაში ადამიანების მხოლოდ 13 პროცენტი გადავიდა სხვაგან.

ბევრი მწეველო აცხადებს, რომ სიგარეტისათვის თავის დანებება შვებულების დროს უფრო უადვილდებათ იმიტომ, რომ სახლში ყოფნისას გარშემო ყველაფერი მოწევასთან ასოცირდება. “ეს დაახლოებით იგივეა, “ქემელის'' რეკლამაში მოხვდეთ და სიგარეტისთვის თავის დანებება გადაწყვიტოთ.'' როდესაც მწეველი შვებულებაში მიდის, მისი გარემო ნეიტრალურია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიგარეტისათვის თავის დანებება ადვილი ხდება, მაგრამ გარემოს გამოცვლის დროს ცვლილება იმაზე ცოტათი უფრო იოლი ჩანს, ვიდრე ეს შეჩვეულ გარემოში იქნება.

მაგრამ არარეალისტური იქნება იმაზე ფიქრი, რომ ყოველი ჩვენგანი შეძლებს გარემო პირობების ასე რადიკალურად შეცვლას. “ თუ სამსახურში გუნდის წევრების ჩვევების შეცვლას ცდილობთ, რა თქმა უნდა, ოფისის გამოცვლა ამაში ძალიან დაგეხმარებათ.''


მაგრამ ჩვევების გამომუშავება მხოლოდ გარემოზე არ არის დამოკიდებული, ეს გონებრივი პროცესიცაა.

თინიკო ორველაშვილი

0
5
1-ს მოსწონს
ავტორი:თინიკო ორველაშვილი
თინიკო ორველაშვილი
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0