x
image
worldsport.ge
ბრიტანელმა მოდელმა ინგლისის ნაკრები გააკრიტიკა

imageმთელს დიდ ბრიტანეთში ნამეტნავად პოპულარულმა მოდელმა და ტანმოვარჯიშემ, ანასტასია ჰარისმა ერთ-ერთ ინგლისურ ბულვარულ გაზეთთან საუბრისას პირი მოაღო და ინგლისის საფეხბურთო ნაკრებზე ისეთი მწარე-მწარეები ილაპარაკა, ბრიტანოფობსაც კი ცრემლებს რომ დაადენდა.
ეს შხვართ-კეკლუც-კოხტაპრუწა გოგონა ამბობს, რომ ინგლისის ნაკრები მის ქვეყანასა და ინგლისელ ხალხს არცხვენს და ასეთი გუნდის გულშემატკივრობა (თუნდაც მშობლიური ქვეყნის ნაკრები იყოს) ძალიან რთულია. ანასტასია ინგლისელ ფეხბურთელებს სხვა ხელობის დაწყებასაც ურჩევს.
ანასტასია ჰარისი ფეხბურთით ყოველთვის ინტერესდებოდა და არაერთხელ გაუკეთებია უცნაური და ორიგინალური განცხადებები. ერთხელ მან ჟოზე მოურინიოს ”ყველაზე არასასურველი მამაკაციც” კი უწოდა. რამდენად წაადგება მისი განცხადებები ინგლისის ნაკრებს – ეს სხვა ამბავია...


www.worldsport.ge

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0