x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ყირიმის კრიზისის შედარება სუდეტის კრიზისთან
არეულობამ უკრაინაში კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობები ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის კავშირის ტანდემსა და რუსეთს შორის. ისმევა კითხვა: შეიძლება ამერიკელი და ევროპელი ლიდერი გახდნენ 1938 წლის სუდეტის კრიზისის რუსული რიმეიქის მონაწილენი?!


მას შემდეგ, რაც ნაცისტურმა გერმანიამ მოახდინა ავსტრიის ანექსირება, ადოლფ ჰიტლერმა ყურადღება მიაპყრო ჩეხოსლოვაკიის სუდეტს, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური გერმანელები წარმოადგენდნენ. პირველი, რაც მან მოიმოქმედა იყო ის, რომ მოითხოვა სუდეტის საკითხზე გამართულიყო სესია გერმანიაში, სადაც შედარებით მარტივად მიაღწია შეთანხმებას ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ნევილ ჩემბერლენთან და დალადიესთნ- მის ფრანგ კოლეგასთან. მათ ეს საკითხი განიხილეს, როგორც “ჩხუბი, რომელიც მიმდინარეობს შორეულ ქვეყანაში ადამიანებს შორის, რომელთა შესახებ არაფერი ვიცით„, შესაბამისად, ჩათვალეს, რომ არ ღირდა ჰიტლერის იგნორირება. ჩემბერლენმა და დალადიემ მიიღეს ოკუპაცია მიუნხენის შეთანხმებაზე ხელმოწერით. ამით მათ გააძლიერეს გერმანია და მისცეს ჰიტლერს შესაძლებლობა ჩაედინა ისეთი ქმედებები, რომელსაც მოჰყვა კატასტროფული შედეგები.


რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის ჰიტლერი, არც რუსეთია ნაცისტური გერმანია ( ან თუნდაც საბჭოთა კავშირი) და მსოფლიოს არ ემუქრება ისეთი აპოკალიფსური სცენარი, როგორიც ჰქონდა 1939 წელს . მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი პარალელი სუდეტისა და ყირიმის კრიზისებს შორის.


ყველაზე აშკარა მსგავსება არის უცხოელი მცხოვრებლების უმრავლესობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე . რუსების რაოდენობა ყირიმის ორ მილიონიანი მოსახლიდან 60%-ს შეადგენს, რომელთა უმრავლესობა უფრო მეტადაა დაკავშირებული “დედა„ ქვეყანასთან, ვიდრე უკრაინასთან. ხოლო, სამი მილიონი სუდეტელი გერმანელი ბევრად მეტ ერთგულებას გრძნობდა გერმანიის მიმართ, ვიდრე ჩეხოსლოვაკიის, რამაც გამოიწვია მათი აბსოლუტური უმრავლესობის დათანხმება მესამე რაიხის შემადგენლობაში შესვლისას.



მართლაც, პუტინის საბაბი ანექსიისა და ოკუპაციისა- დაიცვას ადგილობრივი მოსახლეობა- იგივეა, რაც ჰიტლერს ჰქონდა. ბოლო დრომდე, პუტინი არ იჩენდა დიდ ინტერესს ყირიმის მიმართ, სანამ არ მოხდა უკრაინის რევოლუცია, რის შემდეგაც რუსმა მოსახლეობამ ყირიმში დაიწყო მტკიცება, რომ დაუცველად გრძნობდნენ თავს “ფაშისტების„ ხელში . სწორედ ეს გახდა რუსული ინტერვენციის საბაბი. ჰიტლერსაც მსგავსი საფუძველი ჰქონდა, როცა მოითხოვა ჩეხოსლოვაკიისგან სუდეტის გადაცემა.


პუტინს კიდევ რაღაც აქვს საერთო ჰიტლერთნ : შეხედულება, რომ სახელმწიფო, რომლის ოკუპირებასაც ახდენს არის “არაბუნებრივი„ .მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ფორმალურად არ დაპირისპირებია უკრაინის დამოუკიდებლობას, მას არასოდეს დაუმალავს ის აზრი, რომ ეს არ არის “რეალური„ ქვეყანა, გულისხმობდა უკრაინას, როგორც ნაწილს “რუსეთის მსოფლიოში„. ანალოგიურად, ჰიტლერი მიიჩნევდა, რომ ჩეხოსლოვაკია იყო არაბუნებრივი კონგლომერაცია განსხვავებული ხალხებისა და რეგიონებისა.


ჰიტლერი ცდილობდა დაენგრია ჩეხოსლოვაკია. სუდეტის გადაცემიდან 6 თვის შემდეგ, მან გააუქმა მიუნხენის შეთანხმება ბოჰემიისა და მორავიის ოკუპირებით, ასევე ჩეხეთი დაუქვემდებარა თავის მმართველობას, ხოლო ნომინალურად დამოუკიდებელ სლოვაკეთში დაამყარა მარიონეტული რეჟიმი. თუ პუტინს აქვს მსგავსი დიზაინი, ის დაიწყებს ყირიმის ანექსიით, რასაც მოჰყვება პირდაპირი სამხედრო მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში

. რა თქმა უნდა, პუტინი ისევე როგორც ჰიტლერი არ შეეხება მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამის ნაცვლად ის შეეცდება გაავრცელოს ძალაუფლება უფრო შორს. პუტინი უკვე დიდი ხანია იყენებს “ეროვნულ აღორძინებას„- იდეას, რომლის მიხედვითაც რუსეთი უნდა გახდეს გლობალური, დამოუკიდებელი ძალა საკუთარი სამყაროთი . მისი თვალთახედვით უკრაინა უნდა იყოს სტრატეგიულად მიჯაჭვული რუსეთზე და მისი დამოუკიდებლობა უნდა იყოს მის მიერ შემოფარგლული. თავის მხრივ, ჰიტლერი მიიჩნევდა, რომ დამოუკიდებელი, დემოკრატიული ჩეხოსლოვაკია იყო საფრთხე და ყურადღებით აკვირდებოდა მის მნიშვნელოვან სამრეწველო აქტივობებს. მაგრამ სუდეტის ანექსია პირველ რიგში მიზნად ისახავდა გერმანიის, როგორც “დიდი სახელმწიფოს„ სტატუსის აღდგენას.


ასევე არსებობს ნათელი მსგავსება დასავლელი ლიდერების რეაგირებაზე ორი კრიზისის დროს, კერძოდ მათი თავშეკავება მიიღონ გადამჭრელი მოქმედებები.მართლაც, როგორც ჩანს ისინი არ ცდილობენ მიანიშნონ მოსალოდნელ “ხარჯებსა„ და “შედეგებზე„ და გაატარონ ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა აქტივების გაყინვა, სავაჭრო სანქციები და მოგზაურობის შეზღუდვა, რითაც აძლიერებენ პუტინის რწმენას, რომ ისინი ამჯობინებენ რუსეთთან ურთიერთობას უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს კი გვახსენებს ბრიტანეთისა და საფრანგეთის პოლიტიკას 1938 წელს, როდესაც სუდეტი და მოგვიანებით ჩეხოსლოვაკია შეეწირა ხანმოკლე “მშვიდობას ჩვენს დროში„.


და ბოლოს, დასავლეთის ლიდერებმა უნდა აღიარონ, რომ დაშოშმინება ვერ უზრუნველყოფს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპაში. როდესაც საქმე გვაქვს ლიდერთან, რომლის მთავარი კრედო არის “სუსტი იცემება„ დასავლურმა მთავრობებმა უნდა აჩვენონ მათი სიმტკიცე მოქნილობის შეწირვის გარეშე.

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:ლელა ლატარია
ლელა ლატარია
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0