x
image
worldsport.ge
ვლადიმირ გაზაევი: “მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავედით”

imageუეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ თბილისის “დინამოსთან” გამარჯვების (3:0) შემდეგ, ყაზახური “აქტობეს” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ გაზაევმა განაცხადა, რომ მისი გაწვრთნილები მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავიდნენ. ამის შესახებ ყაზახური ინტერნეტპორტალი sports.kz-ი იუწყება.
ვლადიმირ გაზაევი: “პირველ ყოვლისა, მსურს ჩვენს ძვირფას გულშემატკივრებს მივულოცო, რომლებიც მხარს გულმხურვალედ გვიჭერდნენ. დიდი მადლობა მათ. როდესაც ქომაგები მხარს ასე გიჭერენ, გუნდმა სხვანაირად არც უნდა ითამაშოს. რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენ ფეხბურთელებს, რომლებიც მოედანზე თავდადებით გავიდნენ. თითოეული თავის პოზიციაზე დიდი პასუხისმგებლობით თამაშობდა. ამიტომ, შედეგითა და თამაშის ხარისხით კმაყოფილნი ვართ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. რაც შეეხება პირველ ტაიმს, ბევრი რამ იმიტომ არ გამოგვდიოდა, რომ საწყის 15-20 წუთში ფეხბურთელები ცოტა ნერვიულობდნენ. თუ შევაჯამებთ, მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავედით. მეტოქის შეფასებისას კვლავ ჩემს აზრზე ვრჩები. ჩვენ კარგი, ძლიერი გუნდი დავამარცხეთ, რომლის რიგებშიც ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ”.
- გუნდი პირველ ტაიმში მეორე ნომრად თამაშობდა. ეს თქვენი ტაქტიკური ჩანაფიქრი იყო თუ “დინამოს” დამსახურება?
- ვერ ვიტყვი, რომ მეორე ნომრად ვთამაშობდით. დიახ, პირველი ტაიმის პირველ ნახევარში ინიციატივა “დინამოს” ჰქონდა. ეს ჩვენი ბიჭების ნერვიულობას უკავშირდება.


ლაშა თაბაგარი

ბადრი კეთილაძის ფოტო

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0