x
image
worldsport.ge
ბეილი: “ექვსივე ტიტულის მოგებას ვგეგმავთ”

imageმადრიდის “რეალის” უელსელ შემტევს, გარეთ ბეილს, გუნდთან ერთად ახალი სიმაღლეების დაპყრობა სურს.
შეგახსენებთ, რომ ბეილმა გასულ სეზონში სამეფო კლუბთან ერთად ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ იგი მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს და მზადაა, გუნდს ახალი ტიტულების მოპოვებაში დაეხმაროს.
“მომავალ სეზონში მონაწილეობას ექვს ტურნირში მივიღებთ და ყველას მოგებას ვაპირებთ. ტიტულები გვწყურია და მიზნის მისაღწევად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ. შევეცდებით, გავხდეთ პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ ორჯერ მოიგებს. სეზონს უეფას სუპერთასის მატჩით ვხსნით და “სევილიას” დამარცხებას შევეცდებით. ეს რთული იქნება, მაგრამ გუნდი მზადაა.” – განაცხადა ბეილმა Daily Mail-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ბეილი “რეალში” შარშან “ტოტენჰემიდან” 91 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, სადებიუტო სეზონში, მადრიდული გრანდის შემადგენლობაში 44 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0