x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"მეტი ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ"–ტრენინგი რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის

imageქუთაისში, სასტუმრო "რჩეულში" რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის ტრენინგი–"მეტი ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ" გაიმართა.


რას ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება
და რა არის ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე?–ამის შესახებ ჟურნალისტებს, პოლიტოლოგმა, ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ ესაუბრა.


"პროექტი შიდა ქართლის, აჭარის და იმერეთის მედია საშუალებებში დასაქმებული ჟურნალისტების დატრენინგებას ითვალისწინებს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ. პროექტის მიზანია, მედიას და საზოგადოებას ჰქონდეს მეტი და სწორი ინფორმაცია თუ რას მოგვცემს ევროკავშირი ჩვენ და რას გვავალდებულებს ასოცირების ხელშეკრულება. პროექტის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსი მედიის წარმომადგენლებისთვის, საუკეთესო ტელე და რადიო სიუჟეტის და ბეჭდური მასალის გამოსავლენად, "–აღნიშნა პროექტის "მეტი ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ" კოორდინატორმა მარიკა ვაჭარაძემ.

პროექტი "მეტი ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ" ნიდერლანდების მრავალპარტიული ინსტიტუტის მიერ არის დაფინანსებული, რომელიც დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებისთვის გამოცხადდა.

imageimageimageimageimage







0
24
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0