x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ვარსკვლავი ქალბატონების საუკეთესო კაბები Oscar de la Renta-ს კოლექციებიდან
ოცდაათი წლის ასაკში დომინიკის რესპუბლიკიდან გამოსული ოსკარ დე ლა რენტა გახდა ამერიკის ერთ-ერთი მთავარი და პოპულარული დიზაინერი.

მაღალი საზოგადოების წარმომადგენელ ქალბატონებთან ორჯერ ქორწინების შემდეგ მოდელიერმა შეიძინა კლიენტები ცნობილ და არისტოკრატ ქალბატონებს შორისაც.

ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის არსებობს ხუმრობა " ოსკარზე ოსკარის კაბით უნდა შევიმოსოთ"..


ოსკარ დე ლა რენტა უკვე 82 წლისაა. გთავაზობთ ვარსკვლავი-ქალბატონების საუკეთესო გამოსვლებს დიზაინერის კაბებში.



ვარსკვლავი: სარა ჯესიკა პარკერი

მოვლენა: კოსტუმების ინსტიტუტის ბალი Met Gala 2014

კაბა: მხოლოდ სარა ჯესიკა პარკერს შეეძლო საკუთარი თავისთვის მიეცა უფლება ჩაეცვა შავ-თეთრი დრამატული ფუშფუშა კაბა

მაღალი აბრეშუმის ხელთათმანებით და ამავე დროს ყოფილიყო ღონისძიებისთვის შესაფერის ფორმაში.

image


ვარსკვლავი: ტეილორ სვიფტი

მოვლენა: კოსტუმების ინსტიტუტის ბალი Met Gala 2014

კაბა: მომღერალმა აირჩია სპეციალურად მისთვის შეკერილი ნაზი ვარდისფერი Oscar de la Renta-ს კაბა, რომელსაც ზურგზე ამშვენებდა დიდი ზომის ბაფთა.

image


ვარსკვლავი: ნატაშა პოლი

მოვლენა: ფილმის "სენ-ლორანი" პრემიერა კანის კინოფესტივალზე 2014 წ.

კაბა: მოდელმა შეარჩია შიფონის და მაქმანისგან შეკერილი კაბა

2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან. მრავალფენიანი ტიტა-ქვედაბოლო იდეალურად შეეხამებოდა ვიწრო კორსეტს.

image


ვარსკვლავი:ფრიდა პინტო

მოვლენა: ფილმის "ადგილობრივი" პრემიერა კანის კინოფესტივალზე 2014 წ.

კაბა: ინდოელმა ლამაზმანმა აირჩია მარჯნისფერი კაბა-ბიუსტი ფუშფუშა ქვედაბოლოთი Oscar de la Renta-ს შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან, რომელიც გაწყობილი იყო ოქროსფერი ყვავილების ნაქარგებით.

image


ვარსკვლავი: ბლეიკ ლაივლი

მოვლენა: «A Funny Thing Happened On The Way To Cure Parkinson’s»-ის გალა-საღამო 2013 წელს

კაბა: ლაივლიმ აირჩია რომანტიკული ნაზი იერსახე, რისთვისაც შეარჩია ნაზი ყვავილებიანი კაბა და მარჯნის ყელსაბამი დიზაინერის კოლექციიდან.

image

ვარსკვლავი: ჯესიკა ბილი

მოვლენა: Tiffany Blue Book 2014-ის საპატივცემულოდ გამართული ყოველწლიური წვეულება
კაბა: მსახიობმა აირჩია შავი კაბა ღრმა დეკოლტეთი და ჭრილით წინა მხარეს, შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან.

image


ვარსკვლავი: ემა სტოუნი

მოვლენა: ფილმის "ნოე" პრემიერა 2014 წელს ნიუ-იორკში

კაბა: ბრიტანელმა მსახიობმა აირჩია კაბა ძველი ჰოლივუდის

სტილში-ფუშფუშა ქვედაკაბით და სამი-მეოთხედი სიგრძის

სახელოებით.

image


ვარსკვლავი: ზოი დეშანელი

მოვლენა: "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონია 2014 წ.

კაბა: მსახიობმა მოირგო შიფონის, კრისტალებით გაწყობილი

ბრწყინავი კაბა დიზაინერის საგაზაფხულო კოლექციიდან.

image


ვარსკვლავი: მარგო რობი

მოვლენა: ფილმის "უოლ-სტრიტის მგელის" პრემიერა ლონდონში

კაბა: მსოფლიო კინოს ახალმა სექს-სიმბოლომ არჩევანი მისთვის უჩვეულო, "დახურულ", წითელი ატლასის ტიტა-კაბაზე შეაჩერა ამერიკელი დიზაინერის pre-fall კოლექციიდან.

image

ვარსკვლავი: ჯენიფერ გარნერი

მოვლენა: "ოსკარის" გადაცემის ცერემონია 2014

კაბა: 1920-იანი წლების სტილით შთაგონებულმა გარნერმა აირჩია ნაცრისფერ-მარგალიტისფერი კაბა, რომელიც მძივებით იყო გაწყობილი

image


ვარსკვლავი: ჯესიკა ჩესტეინი

მოვლენა: National Board Of Review Awards-ის გალა-საღამო 2014წ

კაბა: მსახიობმა საკმაოდ სახიფათო ფერი აირჩია-ლიმონისფერი კაბა მუხლამდე სიგრძით და გვერდზე დრაპირებით, რომელსაც ლურჯი ფეხსაცმელები შეუხამა

image

ვარსკვლავი: კეტი პერი

მოვლენა: American Music Awards ცერემონია 2013

კაბა: ოსკარ დე ლა რენტას კიდევ ერთი პრინცესის კაბა მოირგო კეტი პერიმ. მომღერალმა წვრილკოპლებიანი და ყვავილებიანი კაბა-ბიუსტი
აირჩია.
image


ვარსკვლავი: ლუპიტა ნიონგო

მოვლენა: კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიური მიღება თეთრ სახლში 2014 წ.

კაბა: წლის მთავარი კინო-აღმოჩენა ლუპიტა ნიონგო ამერიკის პრეზიდენტის წვეულებაზე Oscar de la Renta-ს კოპლებიანი

არშიით გაწყობილ შავ კაბაში გამოცხადდა.

image











0
261
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0