x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
როგორ მივიღოთ იდეალური ნამზეური-კოსმეტოლოგის რჩევები
შვებულებისთვის მზადება მხოლოდ მოდური საცურაო კოსტუმის და ახალი შლიაპის შეძენით არ შემოიფარგლება. კანსაც სჭირდება მომზადება მზის სხივების მისაღებად. სპეციალისტების უმრავლესობა თვლის, რომ კანის დაბერების პროცესს ასაკის მატებაზე მეტად განაპირობებს მზის სიჭარბე. ამიტომ შვებულებამდე ორი კვირით ადრე დაიწყეთ მომზადება.

დაიწყეთ ამქერცლავი "პილინგით".

გარქოვანებული ზედაპირის მოსაშორებლად გამოიყენეთ სპეციალური კოსმეტიკური საშუალება ან სახლის პირობებში გამოიყენეთ დაფქული ყავა, ჰერკულესი.

თუ პროცედურის ჩატარებას გამგზავრებამდე ვერ მოასწრებთ, თითქმის ყველა სასტუმროში არის სპა-სალონი, რომელიც მომხმარებელს ფართო სპექტრის მომსახურებას სთავაზობს.


image
გამგზავრებამდე იზრუნეთ კვებაზეც და რამდენიმე კვირით ადრე კვების რაციონში ჩართეთ პროდუქტები, რომლებიც ამკვრივებს კანს შიგნიდან და ხელს უწყობს აღდგენის პროცესს:

არანაკლებ 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი დღეში;

ცხიმიანი თევზი -200 გ. დღეგამოშვებით;

С ვიტამინით მდიდარი პროდუქტები და თხილი.


მნიშვნელოვანი ელემენტია ვიტამინი D, რომელიც გამომუშავდება მზეზე 10 წთ-ის განმავლობაში ყოფნისას. მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება საჭიროა დასვენების დღეების განმავლობაშიც.

სახის და სხეულისთვის დაგჭირდებათ განსხვავებული SPF დონის შეცვლელი საშუალებები.

სახის კანს სჭირდება მაღალი ხარისხის დაცვა სასურველია 50 SPF შემცველობა. სხეულისთვის საწყის დღეებში 30-40, რომელიც შეგიძლიათ ჩამოაკლოთ 25-15 SPF -მდე კანის ტიპის მიხედვით.


მზისგან დამცავი საშუალებები აირჩიეთ კანის ტიპის მიხედვით.

მშრალი კანისთვის გამოდგება კრემისებური ტექსტურის, ხოლო ცხიმიანისთვის კი გელის კონსისტენციის საშუალება.

ზეთი შეგიძლიათ გადაისვათ უკვე გარუჯულ კანზე, რძე კი ადვილად შორდება კანიდან.

სახისთვის ერთმნიშვნელოვნად დაგჭირდებათ კრემი, ტუჩებისთვის პომადა SPF-ით, ზეთი კი თმას დაიცავს მზის და მარილიანი წყლის მავნე ზემოქმედებისგან.

გაითვალისწინეთ, რომ კრემის ახალი ფენა ყოველ ორ საათში უნდა გადაისვათ. არ დაივიწყოთ საზღვაო აქსესუარები-შლიაპა, მზის სათვალეები, მსუბუქი ქსოვილისგან შეკერილი დახურული ტანსაცმელი.

მოერიდეთ მზეზე ყოფნას პიკის საათებში-დილის 11-დან შუადღის 16 საათამდე.

ჩრდილში მზის გამოსხივება მცირდება 50 პროცენტით.

ნამზეურის დიდხანს შენარჩუნების მთავარი საიდუმლო კანის დატენიანებაა.

image

მზის აბაზანები კანს ძალიან აშრობს, ამიტომ მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი, განსაკუთრებით სანაპიროზე. გარუჯვის

შემდეგ კანზე გადაისვით პანტენოლის ან ალოეს შემცველი კრემები.

რომლებიც აღადგენენ წყლის ბალანსს და "ამაგრებენ" ნამზეურს.

ქალაქის პირობებში კანის ყოველდღიური მოვლისთვის საკმარისი იქნება დღის კრემი, პუდრი ან ნებისმიერი სახის SPF-ის შემცვლელი საშუალება. აღნიშნული კოსმეტიკური საშუალებები აქტიურად გამოიყენეთ, რადგან ფოტოდაბერებასთან ბრძოლა მეტად ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია.






0
116
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0