x
image
dasavleti
რას ამბობს ქალის გარეგნობა მის ტემპერამენტზე

image



მაშ ასე, გთავაზობთ ტიპურ მაჩვენებლებს ანუ იმას, რაც მეცნიერებმა ერთგვარ “საშუალო არითმეტიკულ” მონაცემად ჩათვალეს. როცა ასეთ მასალას კითხულობ, ისეთი შეგრძნება გიჩნდება, თითქოს გამონაკლისი ხარ და არც ერთ პუნქტს არ შეესაბამები, მაგრამ მაინც დაგვძლევს ხოლმე ცნობისმოყვარეობა და ამ ზოგადი დებულებების გაცნობას ვიწყებთ:


თმა


ძალიან გრძელი, მოვლილი თმა ჩვეულებრივ საოცრად მშვენიერი სანახავია. მაგრამ ფრთხილად: წელსქვევით თმა საკმაოდ სახიფათო მინიშნებაა. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ: გრძელ თმას ძალიან სერიოზული მოვლა სჭირდება, მათი სიჯანსაღისა და მშვენიერების დაცვაზე მისი პატრონი დღეში, შესაძლოა, რამდენიმე საათს ხარჯავდეს. საუბარი არაა, ნორჩ გოგონებზე, რადგან გარკვეულ ასაკში თმის მოვლა პრობლემა არაა.


რაზე მოწმობს ეს? - იმაზე, რომ ის მიდრეკილია, ყველაფერს ზედმიწევნით სერიოზულად მიუდგეს, ინტიმურ ურთიერთობებს - განსაკუთრებით. უკეთეს შემთხვევაში, გრძელნაწნავიანი ქალბატონი ხანგრძლივი და დახვეწილი პრელუდიებს არჩევს და თანაც საშინლად ვერ იტანს, როცა წინასწარ დაგეგმილ გრაფიკს გადაუხვევთ. “უარეს” შემთხვევაში ის ტრადიციულ და ერთფეროვან ინტიმურ ცხოვრებას ემხრობა და მისგან მრავალფეროვნების მოთხოვნა არასწორია.


თუ თქვენ რამე უფრო ცხელს ეძებთ, მოკლე ვარხნილობას მიაქციეთ ყურადღება, უფრო სწორად გოგონას მოკლე ვარცხნილობით. პროფესიონალი სტილისტები ამტკიცებენ, რომ როცა ქალები თმას იჭრიან, ეს ერთგვარი გამოწვევაა. და ეს გამოწვევა, როგორც წესი, ცვლილებების მოლოდინს და სურვილს ნიშნავს. გარდა ამისა, ქალები ხშირად ვარცხნილობას გადატანილი სტრესის შემდეგ იცვლიან. განსაკუთარებით ხშირად ეს შეყვარებულთან დაშორების შემდეგ ხდება ხოლმე. და რადგან ტკივილის ჩახშობას ახალი ურთიერთობით ცდილობენ, მამაკაცს მასთან დაახლობის დიდი შანსი აქვს.


თვალები
იმის მიხედვით, როგორ გიყურებს, ადვილად შეიძლება ხასიათის ფარული შტრიხების დანახვა. თუ პირდაპირ თვალებში გიყურებთ და მხედველობით კონტაქტს არ გაურბის, ეს ნიშნავს, რომ საწოლ ოთხაშიც საკუთარ თავში საკმაოდ დარწმუნებული და თავისუფალი, მაქსიმუმისთვის მომართული იქნება. მაგრამ თუ საუბრის დროს, თვალები დაშვებული აქვს, ან მისი თვალები შეშინებული კურდღლებივით დარბიან და გულმოდგინედ ცდილობენ თქვენს მზერას გაექცნენ, გაითვალისწინეთ, რომ ინტიმურ ურთიერთობაშიც მორცხვი იქნება და მდგომარეობის სრული ბატონ-პატრონი თქვენ იქნებით.


სათვალე
როგორც ცნობილია, მხედველობა უქვეითდება უფრო “დაჩაგრულ” ადამიანებს, რომლებიც დროის მეტ ნაწილს კომპიუტერთან ატარებენ, წიგნებში იკარგებიან, ან ფორმულებს მიკროსკოპული ე. წ. “შპარგალკებიდან” იწერენ.. ამიტომ, სულაც არაა უცნაური, რომ ჭკვიანი და განათლებული გოგონები სათვალეს უფრო ხშირად ატარებენ, ვიდრე, ვთქვათ, ფოტომოდელები.


საერთოდ, მიიჩნევენ, რომ რაც მეტად ჭკვიანია ქალი, მით მეტად რთულია მასთან ურთიერთობა. მაგრამ, ბატონებო და ქალბატონებო, აღმოჩნდა, რომ სოციოფსიქოლოგებმა და სექსოლოგებმა ეს მითი დიდი ხანია უარყვეს და ირწმუნებიან, ყველაფერი პირიქითააო. სპეციალისტების მოწმობით, რეალური საუნივერსიტეტო დიპლომით აღჭურვილი გოგონები გაცილებით დიდი მრავალფეროვნებით, გამომგონებლობითა და დაუოკებლობით ხასიათდებიან ამ სფეროში, ვიდრე მათი ნაკლებგანათლებული მეგობრები.


პირი
მაგალითად: ყურადღებად ღირს მსმელი, “უშაქრო ორბიტის” ენერგიულად მღეჭავი, ფრჩხილებისმკვნეტი და მსუნაგი ქალბატონის პირი. პატარა ქალური სისუსტე, გამუდმებით რაღაცით “ჩაიტკბარუნოს” პირი, იმას მოწმობს, რომ ინტიმური კავშირის დროსაც მსუნაგი იქნება, ან გამუდმებით რაღაც სისულელეებს გაახმოვანებს.


დუნდულების ფორმა
მრგვალი ფორმები კარგი ტონუსის მაჩვენებელია. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ ქალები, რომლებიც სატრენაჟორო დარბაზს ხშირად სტუმრობენ და ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა აქვთ, მეტად სექსუალურები არიან, ვიდრე ისინი, ვინც ცხოვრებას დივანზე, შოკოლადის კანფეტებმომარჯვებული ატარებს.


სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშიდან 1 საათის შემდეგ, ორგანიზმში სქესობრივი ჰორმონების, გაკსაკუთრებით კი - ტესტოსტერონის დონე მკვეთრად მაღლდება. ის კი ერთადერთი რეალური აფროდიზიაკია, რომელიც ორივე სქესის წარმომადგენელს თანაბრად სჭირდება.


მკერდი
დაიმახსოვრეთ, რომ ქალისთვის ჩაცმის მანერა არასდროსაა შემთხვევითი და ეს კაცებმაც იციან. ასე რომ, თუ მისი ღრმა დეკოლტე მამაკაცს ბარიკადებზე ფაშფაშამკერდიანი ‘თავისუფლების’ ეპიკურ სახეს ახსენებს, სუბიექტის მოსახიბლად მაშინვე გადამწყვეტ ზომებს იღებს...


სხეულის ფორმა
ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ სხეულის ფორმასა და ადამიანის პიროვნულ თავისებურებებს შორის უშუალო კავშირი არსებობს. გამოყოფენ ორ ტიპს: ენდომორფული და მეზომორფული. ენდომორფულ ტიპს რბილი მუსკულატურა, მრგვალი სახე, ფართო თეძოები და ცხიმის მნიშვნელოვანი მარაგი ახასიათებს. მეზომორფული ტიპი, პირიქით, ძლიერი კუნთოვანი სისტემით გამოირჩევა, ქონის მარაგი არ აქვს და ერთგვარად კუთხოვანი ფორმები აქვს.

ამ ფსიქოსომატური ცოდნით აღჭურვილმა კაცმა იცის, რომ თუ გვერდით უკვე საათია, ოხრავს და გრძელ წამწამებს აფახურებს რაღაც საყვარელი, ფუმფულა და სიმპათიური, ეს ტიპიური ენდომორფია. გამოირჩევა მეოცნებე ხასიათით, მგრძნობიარობითა და მიმნდობი ხასიათით. ენდომორფი გარემოსთან ჰარმონიას ეძებს ყოველთვის და ძალიან იტანჯება, როცა ვინმეს რამეზე უარს ეუბნება. მამაკაცი მასთან შეხვედრისას თვლის, რომ გაუმართლა.


სამაგიეროდ, თუ გვერდით მოდური “ქალი-მოზარდი” ტიპაჟია - გამოკვეთილი ყვრიმალებით, კისრამდე ფეხებით და ა.შ. კაცი მზადაა დაუმორჩილებელ, თამამ მეზომორფთან შესახვედრად. და მისთვის სანუგეშო ამ შემთხვევაში ისაა, რომ მეზომორფი, როგორც წესი, პირდაპირია და სწორხაზოვანი მოქმედება ახასიათებს. ასე რომ, თუ არ მოეწონა მამაკაცი, განაცხადებს კიდეც, და თუ მოეწონა ... დიდი ასპარეზობა დაიწყება.

7
9181
21-ს მოსწონს
ავტორი:dasavleti
dasavleti
9181
  
2013, 24 იანვარი, 20:24
:))))
2013, 24 იანვარი, 20:14
ბევრი სიმართლე აღმოვაიჩინე სხვათაშორის ამ სტატიაში))))
2012, 27 ნოემბერი, 18:28
:)
2012, 26 ნოემბერი, 1:00
საინტერესოა
2012, 15 სექტემბერი, 22:14
+1
0 1 7