x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
გეხვეწებით, გემუდარებით, გადავარჩინოთ!
image"გეხვეწებით, გემუდარებით, გიჩოქებთ მთავრობასაც, მეგობრებსაც, გადავარჩინოთ, "-ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ცნობილი ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წერს.


"გეხვეწებით, გემუდარებით, გიჩოქებთ მთავრობასაც, მეგობრებსაც, გადავარჩინოთ! ორი ძმა დაუდგენელი დიაგნოზით მოუკვდა, მასაც იგივე სიმპტომები აქვს, მაგრამ გადარჩენა შეიძლება, არ უნდა ძმებთან, დედასთან უნდა, მამასთან უნდა, რომელიც გულგასიებული ტირის. არ გადადოთ, აიღეთ 5 ლარი, 10 ლარით, მიდით ფეიბოქსთან, შედით ინტერნეტბანკში და გადარიცხეთ, ვიცი, ბევრია ასეთი პოსტები, მაგრამ ეს წაიკითხეთ და გადარიცხეთ. გასკდა ეს ოხერი გული, ამის დედა ვატირე, რა!!!

მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო, ამჯერად გემუდარები, გეხვეწები, ბატონო სერგენკო, უშველეთ რამე ამ ბავშვს...

წაიღეთ, გაიზიარეთ, ატვირთეთ გვერდებზე, გინდათ აქედან, გინდათ, ცირა ტყებუჩავას გვერდიდან, რომ ბევრმა ნახოს, ბევრმა მიიტანოს გულთან ახლოს და ჩვენ გადავარჩენთ გიორგის. ხომ გადავარჩენთ, ხალხო?!!


არც ვიცი, რა დავწერე, არც გადახედვის თავი მაქვს, მხოლოდ ერთი ვიცი, რომ გთხოვეთ: გადავარჩინოთ, გადავარჩინოთ, გადავარჩინოთ!, "–წერს ლაშა ბერულავა "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

1
889
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
889
  
2014, 23 ივლისი, 11:18
http://intermedia.ge/სურათი/429350/
0 1 1