x
image
worldsport.ge
“ლივერპულმა” ბენზემასთვის 40 მილიონი გაამზადა

imageინგლისური “ლივერპულის” ხელმძღვანელობა, ლუის სუარესის “ბარსელონაში” გაყიდვით მიღებული თანხის ნაწილით, მადრიდის “რეალის” ფორვარდის კარიმ ბენზემას შეძენას აპირებს.
როგორც Daily Mail-ი იტყობინება, მერსისაიდელები მზად არიან, 26 წლის ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ “სამეფო კლუბს” 40 მილიონი ევრო გადაუხადონ. ტრანსფერთან დაკავშირებით კლუბებს შორის მოლაპარაკება უახლოეს დღეებში დაიწყება.
ბენზემამ 2013-2014 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 35 მატჩი ჩაატარა და 17 გოლთან ერთად 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.


www.worldsport.ge

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0