x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცვლილებები სამინისტროებში

image










მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განხორციელდა. პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ მინისტრობის კანდიდატები დაასახელა. პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ დანელია წარადგინა. პროფესიით იურისტი, ის აქამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

დიასპორის სახელმწიფო მინისტრად გელა დუმბაძე ინიშნება, პროფესიით ფილოლოგი.

სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობა გიორგი მღებრისვილმა დაიკავა, პროფესიით სამართალმცოდნე, მუშაობდა შინაგან საქმეთა სამონისტროში.


გარემოს დაცვის მინი
სტრად წარდგენილია ელგუჯა ღობრიშვილი, ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩაიბარებს, სოზარ სუბარი, პროფესიით ისტორიკოსი. აქამდე მუშაობდა სასჯელ აღსრულების სამინისტროში.

რაც შეეხება კულტურის მინისტრს, ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, კონსულტაციები მიმდინარეობს და დღეს საღამოს ან ხვალ დილით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, თუ ვინ უხელმძღვანელებს კულტურის სამინისტროს.

0
13
1-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0