x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
გენდერული უთანასწორობა დღევანდელ საზოგადოებაში

თსუ. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (სოციოლოგია)


სტუდენტი: ქეთევანი სალთხუციშვილი (მე-3 კურსი)


22.07.2014





განხილული თემები:


1. სტატუსი და როლი, გენდერული უთანასრორობის ზოგადი მიმოხილვა;
2. სქესთან დაკავშირებული სტერეოტიპები;
3. გენდერული უთანასწორობის შედეგები;
4. საქართველოში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრის მცდელობები (წარსული და აწმყო)
5. ინფორმაციული საზოგადოება და გენდერული უთანასწორობა;
6. რეკომენდაციები;


ზოგადი მიმოხილვა

imageინგლისელი სოციოლოგი ენტონი გიდენსი განმარტავს სქესს, როგორც „ბიოლოგიურ - ანატომიურ განსხვავებას ქალებსა და მამაკაცებს შორის“, ხოლო გენდერი გულისხმობს „მამრთა და მდედრთა შორის არსებულ ფსიქოლოგიურ, სოციალურ და კულტურულ განსხვავებებს.’’და გენდერზე მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: რასა, ეთნიკურობა, სოციალური კლასი, სექსუალური ორიენტაცია და ასაკი. აქედან, ჩვენ უკვე ვხვდებით, რომ სიტყვა “ქალი“ უკვე სტატუსია რომელიც მას ერგუნა დაბადებიდანვე, მის არსებობას კი ახასიათებს როლების მთელი კრებული. მთავარი ამ როლებიდან კი არის „კარგი შვილის“, “კარგი დედის“ “ოჯახის ქალის” “კარგი მეუღლის“ და სხვა. ჩვენ იძულებულნი ვართ, ცალკე გამოვყოთ ცნება „ქალთა უფლებები“ თუმცა კი ნებისმიერ ცივილიზებულ სამყაროში „ადამიანთა უფლებები“ უნდა მოიცავდეს ქალის უფლებებს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საუკუნეთა განმავლობაში, ქალი სრულიად უუფლებო იყო, მაგალითად, ქალის დაბადება ზოგიერთ ქვეყანაში ოჯახისათვის სირცხვილად ითლებოდა და ახალშობილს ცოცხლადაც კი მარხავდნენ (ირანი ჩვ.წ. მე-7 საუკუნე) ხოლო შემდგომ სხვადასხვა ქვეყნებში აღიარებული თანასწორუფლებიანობა დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
მე-19 საუკუნის ბოლო წლებში ქალებმა დაიწყეს ბრძოლა იმ უფლებებისათვის, რითიც ისინი გაუთანაბრდებოდნენ მამაკაცებს და გახდებოდნენ დამოუკიდებელნი, თანაწორუფლებიანი მოქალაქენი.(ერთის მხრივ შესაძლოა ამ წარმატებას ხელს უწყობდა პრესის “აყვავება“ ტელევიზიის გამოჩენის პარალელურად.) ეს რაც შეეხება წარსულს, დღეს კი 21-ესაუკუნეში საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი, ხელშეუხებელი ღირსებითა და თანასწორი უფლებებით. ადამიანისათვის ბოძებული ყველა უფლება და თავისუფლება უნივერსალურია და მათი შეზღუდვა ნებისმიერი, მათ შორის სქესის ნიშნით, უკანონოა. დღეს გენდერული თანასწორობა, ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია. იგი გულისხმობს ქალთა და მამაკაცთა თანაბარ წარმოჩენას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილეობას პირად და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

სქესთან დაკავშირებული სტერეოტიპები

ე.წ.“სიძულვილის პირამიდის” მოდელი გვეუბნება, რომ ყოველგვარი ძალადობა უთანასწორობაზე აგებული სტერეოტიპებიდან იწყება. თითქმის ყველა საზოგადოებაში არსებობს გავრცელებული სტერეოტიპები ქალებისა და მამაკაცების არათანასწორი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომელიც ამცირებს ქალებში მოტივაციის უნარს და ხელს უწყობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის მინიმუმამდე შემცირებას.
ასევე ერთ–ერთი უდიდესი პრობლემა, რომელიც ახლავს ქალთა მიმართ დისკრიმინაციას არის სექსიზმი (ანუ ადამიანთა დისკრიმინაცია მათი სქესის საფუძველზე ) როცა არსებობს სტერეოტიპული შეხედულებები, რაც უარყოფით წინასწარგანწყობას ქმნის რაიმე ჯგუფის ან ადამიანის მიმართ, ჩვენ შგვიძლია, მოვახდინოთ მათი დისკრიმინაცია.

გენდერული სტერეოტიპები:

imageქალზე: გენდერული სტერეოტიპები მიგვითითებს იმაზე, რომ ქალის ადგილი სახლშია, რომ ქალი უნდა იყოს რბილი, დამთმობი, მზრუნველი, რომ მას არ შეუძლია, წარმატებით მართოს და უხელმძღვანელოს დიდ საქმეს, რომ მას ევალება მხოლოდ წვრილმანი, ყოველდღიური საქმის შესრულება, რომ მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები, მამაკაცისას ჩამოუვარდება. ქალის მოვალეობაა, თავი მოაწონოს მამაკაცს, შეასრულოს რეპროდუქციული ფუნქცია, იზრუნო სქმარზე, საკვებზე და სისუფთავეზე.
imageკაცზე: სტერეოტიპების თანახმად, მამაკაცი აგრესიული და უხეშია, აზროვნებს ლოგიკაზე დაყრდნობით, სწრაფად და ეფექტურად იღებს გადაწყვეტლებებს, არის უფრო ნიჭიერი, შემოქმედებითი, უყურ
ადღებო და ნაკლებად ემოციური, შეუძლია პრობლმის არსის დანახვა და არ წვრილმანდება დეტალებზე და ა.შ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილებები, თავისუფალი დრო, გართობა, გადაადგილების თავისეუფლება, აგრესიულობის გამოხატვა, ინტელექტუალური საქმიანობა და ყოველდღიურობისაგან გათავისუფლება-მამაკაცის პრეროგატივაა. ამასთან, სტერეოტიპი გვეუბნება, რომ ასეთი ვითარება ბუნებრივია, ყოველთვის ასე იყო და იქნება. საინტერესოა, რატომ არ ფიქრობდა ასე ჯერ კიდევმე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველი, როცა თავის ქალ-პერსონაჟებს ქმნიდა და ხმამაღლა აცხადებდა „ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყო თუნდა ხვადია“, ან მე-19 საუკუნეში ილია, როცა რკინის ქალამნიანი ოთარაანთ ქვრივის სახე ძერწავდა, ან მიხეილ ჯავახიშვილი „ქალის ტვირთში“, როცა ქეთოს რევოლუციონერთა შეკრებებზე დაარბენინებდა.

გენდერული უთანასწორობის შედეგები:


თანდათანობით ქალებმა ჩამოაყალიბეს მათივე უფლებების დამცავი მოძრაობა „ფემინიზმი“(ლათინურად femina_ქალი) რომლის ჩანასახი ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში შეინიშნებოდა და შემდგომში მან უფრო ფართო აუდიტორია მოიცვა დასავლეთში და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ქალებმა მოიპოვეს ხმის მიცემის უფლება და სხვა. დღეისათვის ფემინიზმი არის საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობა, მისი მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორება მამაკაცებთან ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ იგი არ გულისხმობს კაცების სიძულვილს, რასაც ხშირად მიაწერენ ფემინიზმს. უნდა გვახსოვდეს, რომ ფემინისტებიც ისეთივე ქალები არიან, როგორიც დანარჩენები და ისევე სცემენ პატივს მამაკაცებს, როგორც სხვა ქალები.
ქალის და კაცის თანასწორობა, ყოველთვის იყო და იქნება განსჯის საგანი, სანამ კაცობრიობა იარსებებს. ეს ერთ-ერთი ამოუცნობი და გადაუჭრელი პრობლემაა, რადგან ყოველთვის იარსებებს სუბიექტური და პრაგმატული აზრი ჩვენი პლანეტის ამ ორი, უნივერსალური მკვიდრის შესახებ. თუ გავიხსენებთ პლატონისა და არისტოტელეს ნააზრევს “იდეალური სახელმწიფოს“ თაობაზე, სადაც მხოლოდ სიკეთეზე და სამართლიანობაზეა ყველაფერი დამყარებული და რა თქმა უნდა ადამიანებიც იქნებოდნენ თავისუფალნი და თანასწორნი, დავრწმუნდებით რომ, პლატონის აღიარებისა არ იყოს, ეს მართლაც უტოპიურია. იქნებ აღარც ჰქონდეს ცხოვრებას აზრი და სილამაზე, თუკი მდინარის დინებას გავუყვებოდით და არ გვეცოდინებოდა, რომ საწინააღმდეგოდაც შეიძლებოდა ცურვა, ან არსებობს სადღაც მეორე ნაპირი, სადამდე მისვლაც არც ისე იოლია, არც ის ვიცით მოგვეწონება თუ არა როცა მივალთ, მაგრამ ადამიანსაც ხომ ეს იდუმალება და ძიება ხიბლავს.

საქართველოში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრის მცდელობები (წარსული და აწმყო):

ახლა ვისაუბრებთ უშუალოდ ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. საქართველო შესაძლოა მივაკუთვნოთ გარდამავალ საზოგადოებას, სწორედ ამიტომ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ყოველთვის აქტუალურია ასეთი ტიპის ქვეყნებში, აქაც არის ქალთა უფლებები. ჩვენი ისტორიის საბჭოთა პერიოდში ქალთა ემანსიპაციას იდეოლოგიური ხასიათი ჰქონდა და სახელმწიფოც უჭერდა მას მხარს. ახლა ჩვენთან თანასწორობა, მხოლოდ განთქმული ქართული სუფრის თანამდევ მაღალფარდოვან სადღეგრძელოებს არ სცდება. მართალია, ჩვენ იმ ქვეყანაში დავიბადეთ და გავიზარდეთ სადაც დედისა და ქალის კულტი დღემდე ძლიერია და საუკეთესო მეფეთა შორის -ქალიც მოიაზრებოდა, ფაქტია, რომ ქართველ მამაკაცებს ქალისათვის, მხოლოდ სამზარეულო და საძინებლი ემეტებათ. და თუ მოცემულ ჩარჩოებსა და პერიმეტრებს გასცდება მაშინ დაიმსხვრევა პატრიარქატული მითი.
საქართველოში დიდი არ არის იმ ქალების პროცენტული მაჩვენებლი, ვისაც მაღალი თანამდებობა უკავია აღმასრულებელ ორგანოებსა და პარლამენტში, ანდა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში. შესაბამისად, ისინი რაიმე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენენ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. ჩვენი მოსახლეობის 53% ქალია (ამავდროულად უმცირესობასაც). ისინი ყველაზე დიდ სოციალურ ჯგუფს წარმოადგენენ და ამ ჯგუფის ქცევაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის განვითარების წარმატება.
მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის, საქართველოში ქალებს აქვთ ხმის მიცემის უფლება, საარჩევნო პროცესებში მათი მონაწილეობა კიდევ უფრო დაბალია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მცხოვრები ქალები ყოველმხრივ მზად არიან მართვაში მონაწილეობისა და გადაწყვეტილებების მისაღებად. 1918 წელს მიღებული საბჭოთა კონსტიტუცია მსოფლიოში პირველი იყო, რომელმაც გამოაცხადა ქალის და მამაკაცის იურიდიული თანასწორობა სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში. მაგრამ ეს თანასწორობა მაინც მხოლოდ ფურცელზე რჩებოდა, ხოლო 1937 წლის რეპრესიების პერიოდში, უფრო მეტად მე-2 მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა კავშირში(საქართველოშიც) იკლო მამკაცთა რაოდენობამ და შესაბამისად ქალები დასაქმდნენ “მამაკაცურ“ სამუშაოებზე. ამ ფაქტით, დამტკიცდა, რომ ქალების ხელით და გონებით შესაძლოა გაკეთდეს ყველა ის საქმე, რომელიც მანამდე მხოლოდ მამაკაცურად ითვლებოდა. მაგრამ, ამის მიუხედავად, ორგანიზაციული იეარქიის თავში, თითქმის ყოველთის, მაინც მამაკაცი იდგა. 1977 წელს გენდერული დისბალანსი კონსტიტუციის ფარგლებშიც გამოჩნდა, რის მიხედვითაც კაცის ერთადერთ დანიშნულებად სახლში ფულის შემოტანა გახდა, როდესაც საბჭოთა ქალი იყო: მშრომელი, დედა და დიასახლისი.

ყველაზე მეტად ქალთა რეალური აქტიურობა შეინიშნებოდა, დემოკრატიულობისაკენ სწრაფვის პარალელურად 90-იან წლებში. ამ პერიოდში დაარსადა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც დღესაც ორიენტირებულნი არიან ქალთა უფლებების დაცვაზე. მაგალითად:

• ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი
• ქალთა ფონდი, რომელიც საქართველოში დაარსდა 2005 წელს.
• ადამიანების უფლებადამცველი ორგანიზაცია “იდენტობა”
• გაეროს ქალთა ორგანიზაცია:

1. “ ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში“
2.“ShiEld - ოჯახში ძალადობის პრევენციისა და დაძლევისათვის საქართველოში“
ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ამ უკანასკნელზე,
გაეროს ქალთა ორგანიზაციისათვის პრიორიტეტული მიმართულებებია:
 ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა;
 ქალთა როლის გაზრდა მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებში;
 ლიდერობისა და მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში;
 ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება;
 ქალთა ჩართულობა ეროვნული გეგმისა და ბიუჯეტის შემუშავებაში;

რა არის საჭირო, რომ ქალი იქცეს ნამდვილად თანასწორ პიროვნებად? რა უნდა გაკეთდეს, რომ სკოლებიდანვე ბავშვებს არ უბიძგებდნენ გოგონას “ქალურ“ და ბიჭს “კაცურ“ საქმეებზე? როგორ უნდა გადარჩეს ქალბატონი მამაკაცის ძალადობისაგან? გაუჩნდეს ნებისმიერ ადგილას დასაქმების შანსი, და სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურების უფლება? ან თავისუფალი სექსუალური ცხოვრების ან აზრის გამოთქმის უფლება? რა უნდა გაკეთდეს, რომ შემცირდეს ქალთა გაუპატიურების რიცხვი, ან სრულებით აღმოიფხვრას?პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნდა გააქტიურდეს. ასევე უნდა მოხდეს მასმედიის მიერ ტაბუს დადება ისეთ გადაცემებზე, სადაც აშკარად ჩანს სექსისტური მიდგომები. ასევე საჭიროა ცენზურის ქვეშ გატარდესან გაუქმდეს ყველა პორნოგრაფიული არხი, რადგან ითვლება, რომ პორნოგრაფიის 80%ში ნაჩვენებია ქალების მიმართ ფიზიკური ძალადობა და უპატივცემულობა, რაც მამაკაცებს ასწავლის, ქალებზე ბატონობასა და ძალადობას. (სწორედ ამ მოთხოვნებით გამოდიან რადიკალური ფემინისტები).





ინფორმაციული საზოგადოება და გენდერული უთანასწორობა;

XXI საუკუნეს ინფორმაციულ ხანასაც კი უწოდებენ. ინფორმაციული საზოგადოება, ეს არის “ახლად გამომცხვარი“ ტერმინი, რომელიც საკმაოდ კარგად ერგება ჩვენს დღევანდელ და მომავალ საზოგადოებრივ ყოფას. ის განიმარტება, როგორც “სოციალური სისტემა, რომელშიც საქონლისა და მომსახურების წარმოება დამოკიდებულია ინფორმაციის შეგროვებაზე, დამუშავებასა და გადაცემაზე. პრე-ინდუსტრიულ და ინდუსტრიულ საზოგადოებებში უფრო მეტად მამაკაცის ფიზიკური ძალა და კაპიტალი იდგა წინა პლანზე, ახლა კი თანამედროვე სოციოლოგების აზრით, უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციასა და კომუნიკაციას. მაქს ვებერი, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ინფორმაციის კონტროლში დიდი როლი დაინახა ორგანიზაციის განვითარებისა და წარმატებისათვის. პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ძალაუფლებას ფლობს ის, ვისაც გააჩნია ცოდნა და ინფორმაცია. თვითონ ძალაუფლების “შენარჩუნებასაც ესაჭიროება ინფორმაცია. ამიტომ, 21-ე საუკუნე ნამდვილად შანსს აძლევს ქალებს, რომ დაიმკვიდრონ თავი როგორც თანასწორმა პიროვნებებმა.

თუ დავაკვირდებით, საქართველოში უნივერსიტეტებში და სხვადასხვა სასწავლებლებში უფრო მეტი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი სწავლობს, ვიდრე მამრობითი. თუნდაც ამიტომაც, ქალებს გააჩნიათ დიდი პოტენციალი აჩვენონ საკუთარი თავი, და ისევე როგორც მამაკაცებმა, მათაც დაიკავონ “იერარქიის“ მაღალი საფეხურები. ამაში კი საკმაოდ დიდ როლს თამაშობს მედია, და ინტერნეტ სივრცე. სწორედ მედიამ უნდა შეასრულოს ერთგვარი watchdog- ის (ანუ მაკონტროლებლის) როლი სახელმწიფოში, ამიტომ მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი ამ პრობლემის გადასაწყვეტის პროცესში. ჩვენთვის ცნობილია, რომ დღესაც მაღალმთიან რეგიონებში( და არამარტო) ქალებში გავრცელებულია მოსაზრება: “მცემს, ე.ი. ღირსი ვარ“ და “მცემს, ე.ი. ვუყვარვარ“. მართალია მაკიაველის აზრით, ქალს ერთი-ორი მუჯლუგუნი და წიხლის კვრა ესაჭიროება მოსარჯულებლად და ვინც ამას აკეთებს უფრო მეტად ძლიერ მამაკაცად თვლის, მაგრამ ეს იყო მე-15 საუკუნეში. ახლა არის სხვა დრო, სხვა მოთხოვნილებებით და შესაბამისად სახელმწიფო უნდა ცდილობდეს თითოეული მოქალაქის



რეკომენდაციები

კარგი იქნებოდა პერმანენტულად, რომ შუქდებოდეს სიუჟეტები გენდერულ დარღვევებთან დაკავშირებით. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხშირად უნდა აჩვენოს ფილმები ან სხვა ვიდეო კოლაჟები თანასწორობისა და ტოლერანტობის შესახებ, რათა სამოქალაქო სექტორის შეგნების პროგრესირებას შეუწყოს ხელი ამ კუთხით. გაეროს განვითარების ფონდმა (UNDP); შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან (Sida) ერთად ორგანიზება გაუწია პროექტს “გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში“. დაჯილდოვდნენ ჟურნალისტები გენდერის თემაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრებისთვის; ”მოხარული ვართ, რომ საქართველოს მედია დაინტერესდა გენდერული თანასწორობის თემით, რომელიც ჰუმანური განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს, ” - თქვა UNDP-ის მატილდა დიმოვსკმა კლუბ TWO SIDE-ში, მსგავსი წახალისებები დიდი სტიმულია, რათა ჟურნალისტები უფრო მეტად გააქტიურდნენ ამ პრობლემის ირგვლივ.

საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, რათა შეუერთდეს იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ასეთი ინიციატივებს საზოგადოებრივი მხარდაჭერა და პოლიტიკური ქმედებას მოჰყვება. გენდერული თანასწორობა არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს, ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ შეიქმნას სტაბილური გარემო, ეკონომიკური ზრდა, თანასწორობის კულტურის ჩამოყალიბება და ყველა იმ დემოკრატიული ღირებულებების ქმედებაში მოყვანა, რაც ქვეყნისათვის იქნება საკეთილდღეო. მსოფლიოს უდიდეს და აქამდე აუთვისებელ ეკონომიკურ რესურსს ქალები წარმოადგენენ. ეკონომიკის წამყვანი ექსპერტები, მიიჩნევენ, რომ განვითარებადი ქვეყნების ყველაზე დიდი სიმდიდრე არა ოქროს ან ნავთობის საბადოებია, არამედ ქალები, რომლებსაც არასოდეს ჰქონდათ შესაძლებლობა თავი დაემკვიდრებინათ შრომით ბაზარზე და ამით წვლილი შეეტანათ საკუთარი ოჯახების შემოსავლის გაზრდასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. რეალურად, ეს ქალები პლანეტის მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენენ და სამომავლოდ გლობალური სიღარიბის დაძლევის ყველაზე რეალურ პერსპექტივად მოიაზრებიან. ჯანსაღი გენდერული კლიმატის შესაქმნელად კიდევ მეტი რეფორმაა საჭირო. ალბათ ყველაზე ფუნდამენტური ცვლილება, რაც უნდა მოხდეს, არის მოსახლეობის დამოკიდებულების შეცვლა თანასწორობის მიმართ. დამოკიდებულების შეცვლ ა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოითხოვს მრავალმხრივ და შეთანხმებულ ღონისძიებებს, რომლებშიც შედის სახელმწიფო პოლიტიკა, კანონმდებლობა, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, განათლება, სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტების მიზანდასახული ქმედებები.

imageახლა კი გვინდა დეტალურად განვიხილოთ მასმედიის “შეცდომები“, რომლებიც გენდერულ უთანასწორობას ნამდვილად უწყობს ხელს. ჩვენი აზრით, პირველი და (როგორც ქართველ ჟურნალისტებს უყვართ თქმა) საკმაოდ სენსაციური გადაცემა (სენსაციური, უარყოფითი დატვირთვით) არის ტელეკომპანია “იმედის სივრცეში გასული გადაცემა: “ქალური ლოგიკა“ რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში “ალამაზებდა“ ჩვენს ტელევიზიასა და ინტერნეტ სივრცეს და მოგვითხრობდა იმაზე, თუ რა უვიცნი არიან ქალები, რა არაადეკვეტური წარმოდგენები აქვთ მათ სამყაროზე და ა. შ. ეს გადაცემა იყო ნამდვილად სექსისტური, სადაც აშკარად ჩანდა მამაკაცების უპირატესობა და ლამაზმანი გოგონების “უტვინობა“. აქ გოგონებს უსვამდნენ უმარტივეს შეკითხვებს და ისინიც შეძლებისდაგვარად პასუხობდნენ, მაგრამ მეც უნდა ვაღიარო, რომ ეს პასუხები ხშირ შემთხვევაში არაადეკვატური და საკმაოდ სასაცილო იყო. მაგალითად: მთვარე ბრუნავს დედამიწის გარშემო, თუ პირიქით? და გოგონები რა თქმა უნდა ამაყად პასუხობდნენ, რომ დედამიწაო. მამაკაცები კი უნდა მიმხვდარიყვნენ, თუ რა პასუხს გასცემდნენ გოგონები. ჩემი აზრით, შუძლებელია ყველას ასე ერთნაირად “სულელური“ პასუხები გაეცა. მათ ალბათ საკმაოდ კარგად გადაუხადეს იმისათვის, რომ მთელი საქართველოსათვის ეჩვენებინათ ქალების ალოგიკირი შეხედულებები და რწმენები. ჩვენდა საბედნიეროდ, ამ გადაცემას მოჰყვა შესაბამისი რეაქცია საზოგადოების მხრიდან და ის მალეც დქაიხურა.
imageროგორც ვიცით, რეკლამის გავლენა ადამიანის ცნობიერებაზე საკმაოდ დიდია. დროთა განმავლობაში ტელევიზიას თუ ინტერნეტ სივრცეში ხშირად ვხვდებით სექსისტურ რეკლამებს, მაგალითად: არაადეკვატურად შესაძლოა ჩაითვალოს “ჯი პი აი ჰოლდინგი”-ს მიერ გადაღებული რეკლამა, რომელიც ქალებს მანქანის დაზღვევას სთავაზობს, ოღონდ დისკრიმინაციული ხერხით. რეკლამა გამოიყურება შემდეგნაირად:“ფრთხილად! ავტომობილის სარკესთან ქალია!” გვაუწყებს მათი სარეკლამო ბანერი და შემდეგ ყოველგვარი უხერხულობის გრძნობის გარეშე აგრძელებს: “სარვამარტო საჩუქარი მანდილოსნებს…” ბანერზე გამოსახულნი არიან ქალები, რომელთაც ხელში კოსმეტიკური საშუალებები უჭირავთ. (ესწავლებინათ ჩვენს მამებს მანქანის მართვა 5 წლიდან, ისევე როგორც ჩვენს ძმებს ასწავლიდნენ, და ასეთ განცხადებების გაკეთება არ იქნებოდა საჭირო)

imageასევე, შესაძლოა ვილაპარაკოთ მანქანების რეკლამებზე. როდესაც გამოუშვებენ ახალი მარკის მანქანას, მასთან აუცილებლად აყენებენ ნახევრად შიშველ ლამაზმან გოგონას, მიმზიდველი გამოხედვით. ამ რეკლამის მიზანია, რომ მამაკაცებმა იგრძნონ საკუთარი თავის უპირატესობა და ის, რომ შეუძლიათ ამ ორ “ნივთზე“ ბატონობა და ძალაუფლების მოპოვება. საბედნიერეოდ, ასეთ ქმედებებს მოყვება შესაბამისი რეაგირება. მაგ: მწარმოებელი ამერიკული კომპანია Ford და სარეკლამო სააგენტო WWP იძულებულნი გახდნენ, კარიკატურული სარეკლამო პოსტერის გამო საჯაროდ ბოდიში მოეხადათ. პოსტერი, რომელიც ინტერნეტში განთავსდა, ინდური წარმოების ჰეჩბექის ტიპის ავტომობილს - Ford Figo-ს რეკლამირების მიზნით შეიქმნა.






გამოყენებული ლიტერატურა:

(n.d.). Retrieved from http://www.womenfundgeorgia.org/upload/file/qalTa_aqtivizmi_1.pdf

• Giddens., S. (1976). a.new rules of sociological metod. . london: hutchinson.

• roi, u. g. (2007). In ე. კახაძე, გენდერის საკითხავი ლიტერატურა (pp. 5-9). თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.


• ნანა სუმბაძე. (2008). In გენდერი და საზოგადოება: საქართველო (pp. 4-8). თბილისი: გაეროს განვითარების პროგრამა.

• ოდრე ლორდი. (2006). ქალთა აქტივიზმი საქართველოში. • სურმანიძე, ლ. (2007). სოციოლოგიური კვლევები გენდერის სფეროში .Retrieved from საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა:

• (2001). ქალიშვილობის ინსტიტუტი, როგორც პრობლემა. თბილისი: საერთაშორისო ქალთა ცენტრი.
womenfoundeogria, 1-4.


1
1711
1-ს მოსწონს
ავტორი:ქექოო
ქექოო
1711
  
2014, 23 ივლისი, 8:44
მაპატიე, მაგრამ ძაან უაზრობაში გადაგდის ეს ყველაფერი, მანქანასთან ქალს რომ აყენებენ, ეს უბრალო ესთეტიკაა და მეტი არაფერი, მასე მამაკაცებიც გავაპროტესტებთ: რატომ ხდის ქალს გუჩის რეკლამაში კაცი ტანსაცმელს და ა.შ.
გენდერული უღთანასწორობის პრობლემა რომ რეალურად დგას საქართველოში და არამარტო საქართველოში ეგ ცხადია, და კიდევ დიდხანს იდგება ეს პრობლემა რადგან ამ ტერმინის დეფინიცია რეალობას მოკლებულია, ვინაიდან და რადგანაც არსებობს ქალისა და მამაკაცის ინსტიტუტი, სადაც კაცი დომინანტია არა იმიტომ, რომ ასე უნდა, არამედ იმიტომ, რომ ეს ბუნებრვია...
0 1 1