x
image
worldsport.ge
ოფიციალურად: ხამეს როდრიგესი “რეალის” წევრია

imageკოლუმბიელმა ხამეს როდრიგესმა მადრიდის “რეალთან” ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ესპანეთის დედაქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო შემოწმებაც წარმატებით გაიარა. ტესტირებისას როდრიგესს ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა ვერ აღმოუჩინეს, კონტრაქტის პირობები კი საჯაროდ არ ცხადდება.
სხვადასხვა წყაროები იუწყებიან, რომ 23 როდრიგესი წლიურად 7 მილიონ ევროს მიიღებს. შეგახსენებთ, წლევანდელი მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი ხამეს როდრიგესი უწინ კოლუმბიის “ენვიგადოს”, არგენტინის “ბანფილდის” და “პორტუს” ღირსებას იცავდა, გასულ სეზონში კი “მონაკოს” შემადგენლობაში 34 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.


გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
105
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0