x
image
worldsport.ge
დენტინიო, კოსტა და ტეიშეირა "შახტარს" არ დატოვებენ

imageდონეცკის "შახტარის" ნახევარმცველები დენტინიო, ტეიშეირა და დუგლას კოსტა, იმ ფეხბურთელთა სიაში არიან, რომლებმაც უკრაინაში დაძაბული ვითარების გამო, უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადეს. ბრაზილიელი ფეხბურთელების ბოიკოტის შემდეგ, მათი კლუბიდან აბარგების თაობაზე ცნობებიც გავრცელდა, თუმცა ნახევარმცველებმა გულშემატკივრები დაამშვიდეს.
"ჩვენ კლუბის დატოვება არ გვინდა. ოჯახებთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ჯერჯერობით უკრაინაში არ ჩავიდეთ. გვეშინია და არ გვინდა საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დავაყენოთ. პირადად მე თამაში მინდა და ვიმედოვნებ, კლუბი სიტუაციის დასარეგულირებლად ხელსაყრელ გზას იპოვის", - განაცხადა დენტინიომ.
"მინდა ყველამ გაიგოს, რომ "შახტარის დატოვებას არ ვაპირებ. კლუბთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ მეშინია, რადგან უსაფრთხოების გარანტია არაა. ჩვენ შემოგვთავაზეს შვეიცარიაში ვარჯიში, სანამ უკრაინაში სიტუაცია არ დაწყნარდება, " - აღნიშნა დუგლას კოსტამ.
"ვინც, უკრაინაში დაბრუნდა, მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ამ ეტაპზე, უდიდესი ყურადღებას ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე ვაკეთებ. ოჯახი ჩემი პრიორიტეტია, " - განაცხადა ტეიშეირამ.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0