x
image
worldsport.ge
"სიტი" დროგბას უმიზნებს

imageმას შემდეგ, რაც ესპანელმა ალვარო ნეგრედომ მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანს სამი თვით გამოემშვიდობა, "მანჩესტერ სიტიმ" თავდამსხმელის დამატებაზე ზრუნვა დაიწყო.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "ქალაქელები" კოტდივუარელ დიდიე დროგბას უმიზნებენ, რომელიც ნეგრედოს შემცვლელად მოიაზრება. ბოლოდროინდელი ცნობებით, 36 წლის ფორვარდი ლონდონის "ჩელსის" უკავშირდებოდა. "არისტოკრატთა" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ფელიპე ლუისის ტრანსფერის შემდეგ განაცხადა, რომ ფეხბურთელებს, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში აღარ დაიმატებს. შესაბამისად, დროგბას ვარიანტი ლონდონში დაბრუნებისა გამოირიცხა.
მოგეხსენებათ კოტდივუარელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუ რომელ კლუბში გადავა. სავარაუდოდ, დროგბა "სიტის" შემოთავაზებას დაელოდება და შესაძლოა, მომდევნო სეზონში ვეტერანი ფეხბურთელი კვლავ პრემიერლიგაში ვიხილოთ.
დიდიე დროგბამ "გალათასარაის" მაისურით 53 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და 13 საგოლე გადაცემაც შეასრულა.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0