x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მამაკაცი მსახიობები ჰოლივუდში
image
ჟურნალ "Forbes" მიხედვით, 2014 წლის ყველაზე მაღალანაზრაურებადი მამაკაცი მსახიობის ტიტული 49 წლის რობერტ დაუნი უმცროსმა მოირგო. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მსახიობი გასულ 2013 წელსაც მოხვდა მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგებში. ამჯერად მისმა შემოსავალმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და მან მიმდინარე წელს 75 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.ფილმმა " რკინი კაცი - 3", რომელიც ეკრანზე 2013 წელს გამოვიდა ყველაზე დიდი თანხა ( 1, 2 მილიარდი დოლარი) მოუტანა პროექტს და მსახიობს კი სუპერ გმირის სახელი შესძინა.image

image
მეორე ადგილი ჟურნალის მიხედვით წილად ხვდა 52 მილიონი დოლარის მეპატრონეს დუზინ ჯონსონს, ხოლო რეიტინგის მესამე ადგილზე 46 მილიონით ბრედლი კუპერია.

როგორც წყარო გვატყობინებს, რეიტინგის მეოთხე ადგილზე " ოსკარზე" მეოცნებე ლეონარდო დიკაპრიო აღმოჩნდა 39 მილიონი დოლარით, მეხუთე ადგილი კი ახალგაზრდა მსახიობს კრის ჰემსტვორტს 37 მილიონით .36 მილიონი დოლარი გამოიმუშავა მსახიობმა ლიამ ჰისონმა.

მსახიობები ბენ აფლეკი და კრისტიან ბეილი მხოლოდ და მხოლოდ 35 - 35 მილიონ დოლარს ფლობენ გასულ სეზონზე და ისინი რეიტინგის შესაბამისად მეშვიდე და მერვე ადგილებს ინაწილებენ.


ჰოლივუდის ვარსკვლავები - უილ სმიტი და მარკ უოლბერგი მომდევნო ადგილებზე აღმოჩნდნენ რეიტინგებში. მათმა შემოსავალმა მიმდინარე სეზონზე 32 - 32 მილიონი დოლარი შეადგინა.

0
76
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0