x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
არავერბალური კომუნიკაციის ტიპები
ექსპერტების მიხედვით, კომუნიკაციის არსებით წილს არავერბალური კომუნიკაცია შეადგენს. ყოველ დღე ვპასუხობთ არავერბალურ რეპლიკებსა და ქცევებს სახის გამომეტყველების, პოზების, მზერის, ჟესტებისა და ხმის ტემბრის ჩათვლით. არავერბალური დეტალები, ხელის ჩამორთმევიდან ვარცხნილობამდე, ამჟღავნებს, თუ ვინ ვართ და გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვუკავშირდებით სხვა ადამიანებს.

მეცნიერული კვლევები არავერბალურ კომუნიკაციასა და ქცევაზე 1872 წელს დაიწყო, როდესაც დარვინმა გამოსცა "ემოციის გამოხატვა ადამიანებსა და ცხოველებში". ამის შემდეგ უამრავი კვლევა მიეძღვნა კომუნიკაციის ტიპებს, შედეგებსა და გამოხატვას. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიგნალები ხშირად შეუმჩნეველია და მათ შესახებ არ ვიცით, კვლევების შედეგად, იდენტიფიცირებულია არავერბალური კომუნიკაციის რამდენიმე განსხვავებული ტიპი.

ბევრ შემთხვევაში ვიყენებთ არავერბალურ არხების კომბინირებას ინფორმაციის გადასაცემად. მაგალითად, შესაძლოა, ერთმანეთს შევურწყათ შეკრული წარბი, გადაჯვარედინებული მკლავები და მტკიცე მზერა მაშინ, როდესაც რაღაც არ მოგვწონს.
1.სახის გამომეტყველება
სახის გამომეტყველება არავერბალური კომუნიკაციის ძალიან დიდ წილზეა პასუხისმგებელი. წარმოიდგინეთ, როგორი ინფორმაციულია ღიმილი ან შუბლის შეკვრა. მიუხედავად იმისა, რომ არავერბალური კომუნიკაცია შესაძლოა მკვეთრად განსხვავდებოდეს სხვადასხვა კულტურაში, ისეთი ექსპრესია როგორიცაა ბედნიერება, მწუხარება, შიში ან გაბრაზება, უნივერსალურია.

2.ჟესტიკულაცია
დადგენილი მოძრაობები უსიტყვო კომუნიკაციის მნიშვნელოვანი გზაა.გავრცელებული ჟესტებია ხელის დაქნევა, მითითება, თითების გამოყენება ციფრობრივი რაოდენობის გამოსახატავად. სხვა ჟესტები კულტურასთან არის დაკავშირებული.
3.პარალინგვისტიკა
პარალინგვისტიკა მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის ხმის ტონი, ხმამაღლობა, ხმის ცვალებადობა, ბგერის სიმაღლე. ბუნებრივია, რომ ხმის ტონს ძლიერი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, როდესაც წინადადებას გამოვთქვამთ. როდესაც ტონი ძლიერია, მსმენელები გამოხატავენ მოწონებასა და ენთუზიაზმს და თუ იმავე სიტყვებს მერყევი ტონი ახლავს, შესაძლოა მსმენელებმა უინტერესოდ მიიჩნიონ და არ მოიწონონ.
4. სხეულის ენა და პოზა


კვლევები სხეულის ენაზე მნიშვნელოვნად მომრავლდა 1970 წლიდან, მაგრამ ყურადღება ზედმტედ გამახვილებული იყო ისეთ თავდაცვით პოზებზე, როგორიც არის ხელებისა და ფეხების გადაჯვარედინება. მართალია, ეს არავერბალური ქცევები მიუთითებენ გრძნობებსა და განწყობებზე, მაგრამ კვლევების შედეგად ასკვნიან, რომ სხეულის ენა ბევრად უფრო დახვეწილი და შეუმჩნეველია, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ.
5.პროქსემიკა
ადამიანებს ხშირად აქვთ "პრადი სივრცის" მოთხოვნილება, რომელიც არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ტიპია. დისტანცია, რომელიც გვჭირდება და სივრცე, რომელსაც მივიჩნევთ ჩვენად, სოციალური ნორმებით, სიტუაციური ფაქტორებითა და პიროვნული მახასიათებლებით გამომუშავდება. მაგალითისთვის, როდესაც ვსაუბრობთ პიროვნებასთან, პიროვნული სივრცე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჯგუფთან საუბრისას.
6. მზერა
გამოხედვა, დაჟინებული მზერა ან თვალების მოჭუტვა არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელოვანი სახეა.როდესაც ვხვდებით მათ, ვინც მოგვწონს, თვალების ხამხამის რაოდენობა იზრდება და გუგები ფართოვდება. სხვა პიროვნებაზე ყურება ინდიკატორი შეიძლება აღმოჩნდეს მოწონების ან ინტერესის.
7. შეხება
უამრავი კვლევა მიეძღვნა შეხების მნიშვნელობას ჩვილობასა და ადრეულ ბავშვობაში. ჰარი ჰარლოუს კლასიკურმა კვლევამ მაიმუნებზე, აჩვენა რა გავლენას ახდენს განვითარებაზე შეხების არ არსებობა. პატარა მაიმუნები, რომელთაც არ ჰყავდათ დედა, მუდმივად განიცდიდნენ სოციალური ინტერაქციის დეფიციტს. შეხება გამოიყენება ფამილარობის, სიმპატიის და სხვა ემოციების გამოხატულების ნიშნად.
8. გარეგნობა
ფერები, ტანისამოსი, ვარცხნილობა ასევე ითვლება არავერბალური კომუნიკაციის არხად. კვლევებმა ფერის ფსიქოლოგიაში დაადასტურა, რომ სხვადასხვა ფერმა სხვადასხვა გრძნობა შეიძლება გააღვიძოს. ჩვენ ხშირად სწრაფად ვასკვნით, თუ როგორია სხვა, როდესაც მხოლოდ გარეგნობას ვეყრდნობით. პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ექპერტები ურჩევენ სამსახურის მაძიებელთ შესაბამისად ჩაცმას, როდესაც გასაუბრებაზე მიდიან.

0
700
1-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მჭედლიძე
ირინა მჭედლიძე
700
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0