x
ეჭვიანობა ვნებაზე
2012, 13 მაისი, 17:04

imageდავტოვებ მიწას, ცის კიდურზე ვიპოვი ბინას

წვიმის წყალს დავლევ, ღრუბელს შევჭამ,

მაგრამ რა ვუყო, მე შენს გამო სამყარო მინდა.

გაჩუქებ ქვეყნის მთა–ველებს, ბაღებს

ყველა ფრინველის ენას ვისწავლი,

ყველა ზღვის მკლავით გავცურავ ნაპირს

და მაინც მოვალ... კარს შემოვაღებ,

არა აქვს აზრი ასაკს და წონას,

არც შავს, არც ქერას კაცი არ ინდობს,

მაგრამ თვალების მაგიჟებს ფერი,

თითქოს მუმიად გადავიქეცი,

ამ პირამიდამ, კი დამიმონა.

ეს არის თეთრი ლეგენდა შავზე,

თითქოს ჟულიან სორელის მსგავსად

წითელს მიველტვი ანთებულს თავზე.

ორი ისარი მწვანე და მწვანე

გმობენ შენდობას სხივი აქვთ მწვავე.

რომანი წრეში, სახელად რომბი,

ჩემი სამარხის ჩონჩხი ავაგე,

შენ გადაიცმევ ალქაჯის ფორმას

მე კი ამ ფორმის წინ უნდა დავდგე,

დავდგები უხმოდ, არაფერს გეტყვი,

მხოლოდ შენ თვალებს დავუწყებ შებმას,

მომნატრებია ხმაური სეტყვის

შენ დაიქუხებ, ელვად იქცევი

პარასკევს ღამით მე დავიბადე,

პარასკევს ღამით მოვკვდები ახლა,

ღრუბლად მედება შეშლილი სახე

მწვანე სიმწვავე საწოლში მმარხავს,

ჩვენ გალეშილი მდედრი და მამრი

მივექანებით ვნებათა ძაბრში

ერთხანს მიპირებს დახრჩობას ქამრით,

ახლა ეშვები ჩამავლო ყბაში

პარასკევს ღამით აივსო მთვარე,

ვნებით ათლილი კბილებით ყელში,

სისხლის ალერსი საამოდ მწარე,

თვალის სინათლე დავკარგე ბნელში.

ტერენტი გრანელი




816
1-ს მოსწონს
14
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:თაზუ
თაზუ
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
სულის სახეცვლილებასულის სახეცვლილება
ბევრი ადამიანი ბავშვობიდან ფიქრობს , რა არის სული? რატომაა გამომწყვეული სხეულში ? როგორია ი...
გაგა გოგრიჭიანი - ვფიქრობ რომ ეს ლექსი ყველამ უნდა იცოდეს....გაგა გოგრიჭიანი - ვფიქრობ რომ ეს ლექსი ყველამ უნდა იცოდეს....
ეგ კაბა არ გინდა- სხვა კაბა ჩაიცვი, რაც უნდათ ...
შექსპირის სონეტები 66; 73; 93; 95; 96; 125შექსპირის სონეტები 66; 73; 93; 95; 96; 125
66. ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა, რადგან მათხოვრა...
სადღეგრძელოებისადღეგრძელოები
დღეს მე შემოგთავაზებთ ქართული სუფრის ულამაზეს სადღეგრძელოებს თუ მოგეწონათ კიდევ დავდებ :)) ...
დამივიწყე, თუ შეძლებ ... დასასრულიდამივიწყე, თუ შეძლებ ... დასასრული
ახალი დილა და ახალი ცხოვრების დასაწყისი... თინამ გაღვიძებისთანავე საკუთარი...
დამივიწყე,თუ შეძლებ 7 ...დამივიწყე,თუ შეძლებ 7 ...
როგორც იქნა ეს საღამოც დასრულდა... ტელეფონი არც ჩაურთავს თინას რადგანაც თაზოსთან სა...
პოემა-ბიოგრაფიაპოემა-ბიოგრაფია
ნაწილი 4 გივიკოს ოჯახი გივი არის ცოლ-შვილისა პატრონი, და ის არის სიამა...
გარდაიცვალა ახალგაზრდა პოეტი ირაკლი ჭინჭარაულიგარდაიცვალა ახალგაზრდა პოეტი ირაკლი ჭინჭარაული
ხანგრძლივი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ .24 წლის ასაკში გარდაი...
ვედრებავედრება
ღმერთი ვედრებას ისმენს, ცრემლით მევსება თვალი, ლოცვა მახსენებს სიტყვებს, ხატებს შევყურებ რწმენ...
ცხოვრებისეული ლექსებიცხოვრებისეული ლექსები
ხალხს მოსწონს და რა ვქნა: 1 მე მიყვარდა მუსიკა, ქართული და ბუნებ...