x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
ისიხაზმი - მისტიკური კავშირი ღმერთთან

რა არის ისიხაზმი და ვინ არიან ისიხასტები?

imageისიხაზმი შინაგანი სიმშვიდის მიღწევისა და მჭვრეტელობითი ლოცვის განსაკუთრებული ფორმაა. ისიხაზმი XIII საუკუნეში ათონის მთის მონასტრის მკვიდრთა შორის განვითარდა.
ისიხაზმი ქრისტიანული ცხოვრების ჭეშმარიტი სახეა. ტერმინით “ისიხაზმი” ჩვენ აღვნიშნავთ გონების გულში კონცენტრაციას.
იმისთვის რომ ვეზიაროთ ისიხაზმის იდეალს საჭიროა, სწორი ქრისტიანული ეკლესიური ცხოვრება, გულწრფელი სინანული, აღსარება, პატიოსანი ზიარება.

თუ ადამიანი ამ ყველაფერს დამაკმაყოფილებლად ასრულებს, შემდგომ უკვე, ის მოძღვრის კურთხევით იწყებს იესოს ლოცვის კითხვას:
„უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”.


მისი გამეორება შეიძლება ნებისმიერ მდგომარეობაში: ვზივართ თუ ვწევართ, ჭამთ თუ მგზავრობთ, გვიჭირს თუ გვილხინს, ამით ვეზიარებით განუწყვეტელი ლოცვის მადლს.

იესოს ლოცვა - ფსიქო-სომატური ლოცვა, შემადგენელია ისიხაზმისა (Hesychastes - მშვიდი). გულისმიერი ლოცვის რთული ასკეტური სისტემა, სუნთქვის რეგულაციით, რომლის დროსაც მონაწილეობას იღებს ადამიანის მთელი არსება (სული და სხეული); მიიღწევა განწმენდა ქვენა ინსტინქტებისგან და ვნებათა დაცხრომა.

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ცხოვრების აღმწერელი
კონსტანტინოპოლის წმიდა პატრიარქი თეოდოთე ამბობს: „ნურავინ იფიქრებს, ძმანო, ქრისტიანებო, თითქოს მხოლოდ სამღვდელო პირებსა და მონაზვნებს აკისრიათ უწყვეტი და მუდმივი ლოცვის მოვალეობა და ერის ადამიანებს - არა. არა და არა: ჩვენ ყველანი,
ქრისტიანენი, ვალდებულნი ვართ განუწყვეტლივ და მუდმივ ვილოცვიდეთ... ასე გვასწავლის გრიგოლ ღვთისმეტყველიც და თითოეულ ქრისტიანს გვმოძღვრავს, რომ უფრო ხშირად გვმართებს ღვთის სახელის ხსენება, ვიდრე ჰაერის შესუნთქვა...

წმ. თეოფანე დაყუდებული: “ყველა სახის ლოცვა გულიდან უნდა იწყებოდეს, სხვაგვარი ლოცვა ლოცვა არაა. ლოცვები ლოცვანის მიხედვით, თუ პირადი და მოკლე ლოცვები გულიდან უნდა მიემართებოდნენ უფლისაკენ. მით უფრო ასეთი ლოცვა უნდა იყოს იესოს ლოცვა”.


imageიოსებ ათონელი(ისიხასტი): შინაგანი ლოცვით ქმედება ესაა აიძულო თავი განუწყვეტლივ წარმთქვა ლოცვა ბაგეებით, შეუსვენებლად. თავიდან სწრაფად, ისე, რომ გონებამ გაფანტვა ვერ მოასწროს, არამედ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს უგდოს ყური:


"უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". როცა ეს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება, გონება ეჩვევა მას და უკვე სწრაფად წარმოთქვამს. და ისე ტკბები, თითქოს ბაგეზე თაფლი გეცხოს. და სულ ამის წარმოთქმა გსურს, და თუ შეწყვეტ, გული გწყდება.

როცა გონება ამას მიეჩვევა და გაძღება, კარგად ისწავლის, მაშინ აგზავნის მას გულში. რადგანაც გონება სულის მკვებავია და თუ რაიმე კარგს ან ცუდს შეიტყობს ან მოისმენს, მისი საქმეა ამისი გულში ჩაშვება, რომელიც ადამიანის სულიერი და ხორციელი ცხოვრების ცენტრია და გონების ტახტი.

პაისი მთაწმინდელი: “ნეტარია, ვისაც გულში მთავარი ღერძი – ქრისტე ჰყავს; სიყვარულით აღვსილი შეუჩერებლივ ტრიალებს მისი წმიდა სახელის გარშემო და ღაღადებს: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე”.

1
858
4-ს მოსწონს
ავტორი:david danelia
david danelia
858
  
2014, 21 ივლისი, 20:20
ამას კომენტარი ნამდვილად არ სჭირდება
0 1 1