x
image
worldsport.ge
სუბისარეტამ ბრაზილიაში ჯაშუში გაგზავნა

imageმას შემდეგ, რაც "ბარსელონას" კაპიტანმა კარლეს პუიოლმა კარიერა დაასრულა, კლუბის ხელმძღვანელობას დაცვის ცენტრში ძლიერი ფეხბურთელის დამატება სურს. განიხილება ჟერემი მატის ("ვალენსია"), მატ ჰუმელსის ("დორტმუნდი"), იან ვერტონგენის ("ტოტენჰემი"), დეილი ბლინდის ("აიაქსი") და ახლა უკვე ბრაზილიელი როდრიგო კაიოს კანდიდატურა.
"სან პაულუს" 20 წლის მცველზე დასაკვირვებლად კატალონიელთა სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ ბრაზილიაში ალბერტ დეი გაგზავნა, რათა ფეხბურთელს დააკვირდეს და შეფასება გააკეთოს.
როდრიგო კაიო "ბარსელონამდე" ლონდონის "არსენალმა" შეამჩნია და გავრცელებული ინფორმაციით, მასში 7 მილიონ გირვანქის იხდის. კაიო ბრაზილიის 21 წლამდელთა ნაკრების წევრია. საფრანგეთში დასრულებულ ტულონის ახალგაზრდულ ფესტივალზე, ბრაზილიელი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და სამხრეთ ამერიკაში მომავალ ვარსკვლავად მოიაზრებენ.
გასულ სეზონში კაიომ 40 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0