x
image
worldsport.ge
"შახტარის" 6 ფეხბურთელმა უკრაინაში დაბრუნებაზე უარი განაცხადა

imageსაფრანგეთში ჩატარებული ამხანაგური მატჩების შემდეგ, დონეცკის "შახტარის" ექვსმა ფეხბურთელმა, უკრაინაში მიმდინარე დაძაბული ვითარების გამო, უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას Canal+ ავრცელებს.
ექვსი ფეხბურთელიდან ხუთი სამხრეთ ამერიკელია და მათი ვინაობა უკვე ცნობილია: ბრაზილიელები დუგლას კოსტა, ფრედი, დენტინიო, ტეიშეირა და არგენტინელი ფაკუნდო ფერეირა. მეექსვსე ფეხბურთელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ზემოთნახსენები ფეხბურთელები "შახტარის" საკვანძო მოთამაშეები არიან. კოსტას და ტეიშეირას უკრაინის ჩემპიონატი 5-ჯერ აქვთ მოგებული, ხოლო ქვეყნის თასი და სუპერთასი - 3-ჯერ.
დონეცკელებს უკრაინის სუპერთასის მატჩი, პრინციპულ მეტოქესთან კიევის "დინამოსთან" 22 ივლისს ელოდება.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
74
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0