x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თამბაქოს მოწევა სპერმის ხარისხზე მოქმედებს

imageმოწევამ შეიძლება დააზიანოს სპერმის ხარისხი, ასე თვლიან მეცნიერები. ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ მწეველი ორსული ქალი რისკის წინაშე აყენებს თავის შვილს, თუ ის ბიჭია, დიდი შანსია, უშვილო დაიბადოს, მისი სპერმა მუცლად ყოფნის პერიოდშივე ზიანდება.

ორმა ახალმა გამოკვლევამ კიდევ ერთხელ დაადგინა, რომ მოწევა მოქმედებს სპერმატოზოიდზე. მამაკაცები მოწევით ამცირებენ შანსს, გახდნენ მამები, ხოლო ფეხმძიმე ქალები, რომლებიც მომავალი ბიჭის დედები უნდა გახდნენ, საფრთხეს უქმნიან საკუთარ შვილის გენეტიკას.

მეცნიერები აფრთხილებენ მწეველ ქალებს და მამაკაცებს, თუ ისინი აპირებენ გახდნენ მშობლები, თავი დაანებონ ამ მავნე ჩვევას. ეს არის ზრუნვა მათი და მათი შთამომავლობის ჯანმრთელობაზე. „კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მავნე ბიოლოგიური ეფექტი, რომელიც გამოწვეულია თამბაქოს მიღებით, მოქმედებს ადამიანის და ნაყოფის დეენემზე და აზიანებს სპერმატოზოიდის წარმომქმნელ უჯრედებს დეენემის დონეზე“ ამტკიცებს მუჰამედ ხამადეხი, გერმანიის „SAAR“ –ის (რეპროდუქტოლოგიის ლაბორატორია) უფროსი მეცნიერი. „მოწევის დროს ორგანიზმში ეცემა ცილების დონე, რაც აუცილებელია სპერმის წარმოსაქმნელად, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი სპერმატოზოიდი დეენემის დონეზეც ზიანდება, რის შემდეგაც მომავალ გამრავლებაზე ფაქტიურად საუბარი შეუძლებელია“.

თუ ამ კვლევების შესახებ ინფორმაცია უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ, ის გამოქვეყნებულია Human Reproduction –ის ონლაინ გამოცემაში 8 სექტემბერს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ძალიან დიდი პროცენტია მწეველი მამაკაცების და ქალების, ასე თუ გაგრძელდა მალე შობადობაც საგრძნობლად შემცირდება. ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ჯანმრთელი ერის გამრავლებაზე.

4
269
3-ს მოსწონს
ავტორი:dasavleti
dasavleti
269
  
2012, 8 ივლისი, 11:42
მართლაც სამწუხაროა
2012, 8 ივლისი, 11:39
სამწუხაროდ მხოლოდ 6 თვე გავქაჩე და ისევს გავაგრძელე შხამის მიღება :)))
2012, 8 ივლისი, 11:38
საინტერესოა შენ ზრუნავ საკუთარ ჯანმრთელობაზე? :)
0 1 4