x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
უიკლიამ ბლეიკის დემონები

imageუილიამ ბლეიკი – ინგლისელი (ბრიტანელი) პოეტი, მხატვარი, გრავიორი (ოსტატი, რომელსაც საბეჭდ ფორმაზე გადააქვს გასამრავლებელი გამოსახულება, ხელით ამოჭრის ან მჟავით ამოჭმის გზით.).დაიბადა 1757 წლის 28 ნოემბერს, ლონდონში. სკოლაში არ დადიოდა – დაწყებით განათლებას დედისგან იღებდა. 10 წლისამ სამხატვრო სკოლაში დაიწყო სწავლა. ის ბეჯითად ეუფლება გოთიკურ მხატვრობას. ბლეიკი საერთო ენას ვერ პოლობს სხვა ბავშვებთან, ამიტომ უმეტეს დროს მარტოობაში ატრებს.ამ დროს იტაცებს შუასაუკუნეების ხელოვნება და ძირითად დროს მის შესწავლას უთმობს. იდუმალია ბლეიკის ხელოვნება, ღრმა. მისი მხატვრობა და პოეზია განუყოფელია ერთმანეთისგან.1782 წელს 25 წლის უილიამა ოჯახის წინააღმდეგობის მიუედავად ცოლად შეირთო ქეთრინი. ბლეიკის მამა წინააღმდეგი იყო ამ კავშირის რადგან ქეთრინი წერა-კითხვის უცოდინარი და გაუნათლებელი იყო, თუმცა უილიამმა მალევე შეასწავლა ყოველივე. ბლეიკი ნამუშევრების უმეტესობას ასრულებდა მის მეუღლესთან ერთად. ახალშეუღლებულები ბლეიკის უმცროს ძმასთან (რობერტთან) ერთად ცხოვრობდნენ ორი წელი, ახალგაზრდა ბიჭი მძიმედ დაავადდა და დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 1787 წელს, ტრაგედიამ უილიამზე დიდი გავლენა მოახდინა, ის ამბობდა რომ “მე ვნახე რობერტის სული, რომელიც სამოთხისკენ მიემართებოდა.” ამ დროიდან დაიწყო მისი უცნაური წამოძახილები. ის ხშირად ლაპარაკობდა გარდაცვლილთა სულებზე, მათთან კონტაქტსა და საუბარზე, განსაკუთრებით ხშირად ახსენებდა ძმასთან საუბარს.ეს მის მძიმე სულიერ მდგომარეობაზე მეტყველებდა, თუმცა ამ ზმანებებით მის ფანტაზიას დიდი გასაქანი მიეცა და სულ უფრო და უფრო სრულყოფილს ხდიდა მის მხატვრობას. ის ასევე კარგად უთავსებდა ხატვას წერას და მალევე გამოსცა თავისი პირველი წიგნი, რომელიც ილუსტრირებული იყო თავისივე ნახათებით.ეს იყო 1788 “უმანკოებიშ საგალობლები” ხოლო მოგვიანებით “გამოცდილების საგალობლები”.თუმცა დახვეწილი ნაშრომების გამო ამ წიგნების გამოცემა დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ დიდ დაბრკოლებად ექცა ღატაკ უილიამს. თუმცა მაინც მოახერხა წიგნის გამოცემა. პირველ წიგნში ის ახერხებდა მარტივი ენით გადმოეცა შეხედულებები სამყაროს შესახებ, თითქოს ბავშვური მეამიტობითაც კი. მეორე წოგნი პირიქით, გამოირჩევა მისი დაუნდობლობით და უხეში შეჯახებებით გარე სამყაროსთან. ჯერ კიდევ შეუცნობელია მისი რელიგიური შეხედულებები, მიუხედავად მისი არაერთი ნახატისა ამ თემაზე. მაგ: ჯვარცმა.image

სიკვდილთან მებრძოლი, საწოლს მიჯაჭვული ბლეიკი ცდილობდა დანტეს “ღვთაებრივი კომედიის” ილუსტრაციებზე ემუშავა, თუმცა მხოლოდ შვიდი გრავიურის შექმანა მოასწრო. (გარდაცვალებამდე ილუსტრაციების 102, თითქმის დასრულებული ესკიზი შექმნა.) არსებობს ასევე ვერსია რომ 1826 წელს, 65 წლის უილიამ ბლეიკმა ახალგაზრდა მხატვრის ჯონ ლინელის დახმარებით, დანტეს - „ღვთაებრივი კომედიის“ ილუსტრაციების შექმნის შეკვეთა მიიღო. თუმცა ბლეიკი გარდაიცვალა 1827 წელს 12 აგვისტოს და დაუსრულებელი დარჩა ილუსტრაციები.ჯონ ლინელმა, ბლეიკის ცოლს მხატვრის დაკრძალვისთვის საჭირო თანხა ასესხა. (დაკრძალვის ცერემონიალი მათი ქორწინების 45 წლისთავზე შედგა). თვითმხილველების თქმით მხატვარს სიკვდილის წინ ჩურჩული დაუწყია, რომ ხედავს მის წინ გახსნილ ცას.ის იყო მის ეპოქაში გარიყული, ვერგაგებული მოაზროვნე და გენიალური მხატვარი, რომლის საფლავიც კი მიივიწყეს და დაკარგეს. მხოლოდ მოგვიანებით იქნა აღმოჩენილი პრერაფაელიტების( XIX საუკუნის მეორე ნახევრის ინგლისურ პოეზიასა და ფერწერაში ესთეტიურ-მისტიური მიმდინარეობის მიმდევართა გაერთიანება) მიერ.image

P.S ამ უცნაურ მხატვარზე და მოაზროვნეზე ის შემიძლია ვთქვა, რომ სრულიად არამონდომებული და მხატვრობით არადაინტერესებული ადამიანიც კი, რომელსაც იზიდავს ფილმები ან მუსიკა.ხშირად წააწყდება მის სახელს. ცნობილია რომ როკენ-როლის კერპის ჯიმ მორისონის ლეგენდარული ჯგუფის “The Doors”-ის სახელიც, რომელიც ასევე ჯიმის მონდომებით დაერქვა ჯგუფს, უილიამ ბლეიკის გავლენით და დიდი სიყვარულით შეირჩა. ასევე ბევრ თქვენგანს გექნებათ ნანახი რიდლი სკოტის ტრილოგია"ჰანიბალი", რომელთაგანაც ერთ-ერთი წითელი დრაკონი / Red Dragon უილიამ ბლეიკის ამ გენიალური ნამუშევრის გაქრობით იწყება ("როცა ჩიტი გალიაშია დამწყვდეული ცის თაღს აკლია შუქი იდუმალი.."უილიამ ბლეიკი უმანკოების საგალობლები)image

ამ ნახატიდანვეა შთაგონებული მთავარი გმირის სხეულზე უზარმაზარი დრაკონის სვირინგიც.

0
492
1-ს მოსწონს
ავტორი:კიხოდი
კიხოდი
492
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0