x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
უცნაური და საინტერესო ფოტოები თავისი ისტორიებით
image




























16 თვის პატარა ნაგვის ვედროში ჩაჯდა და გაიჭედა.ცნობისმოყვარე ბავშვი მეხანძრეებმა გაათავისუფლეს.


imageსატვირთო ავტომობილის მძღოლმა გარკვეული მანევრის შესრულება განიზრახა, მაგრამ საჭე ვეღარ დაიმორჩილა.26 წლის იანგ მინგმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ მანქანა სანაპიროზე ნახევრად გადაკიდებული გააჩერა.ნებისმიერ მცირე მოძრაობას შეიძლება კატასტროფა გამოეწვია.ახალგაზრდა მძღოლმა ნერვები მოთოკა და მობილური ტელეფონით სამაშველო სამსახური გამოიძახა, რომელთაც ამწის საშუალებით ამოათრიეს მანქანა და მძღოლიც უვნებელი გადარჩა.


imageუცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდა პატარა ჩინელი ბიჭუნა, რომელიც სარეცხი მანქანის ბარაბანში შეძვრა, როდესაც დედამისმა ყურადღება 2 წუთით მოადუნა.ის ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდა უჩვეულო ადგილას და მაშველებმა გამოიყვანეს.



imageკენიაში ათასობით მოქალაქემ დემონსტრაციები გამართა პრეზიდენტ უჰურუ კენიატას წინააღმდეგ.ფორთოხლის ფერი წარმოადგენდა ოპოზიციური კოალიციის ფერს.


imageამ იაპონელმა მამაკაცმა კი სრული სიგიჟე ჩაიდინა.ეს გახლავთ მისი ჭამის კონკურსში გამარჯვების ფოტო.მან 113 სოსისი შესანსლა მხოლოდ ათ წუთში.


imageჩრდილოეთ ინდოეთის ერთ-ერთ მილიონიან ქალაქში რიქშას მძღოლი ხილის წვენს უწილადებს მაიმუნს.ეს დიდი სიყვარულის დასტურია, რადგან რიქშას მძღოლების ყოველთვიური საშუალო შემოსავალი მხოლოდ და მხოლოდ 70 ევროს შეადგენს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურებაა ამ ქვეყანაში.

2
436
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
436
  
2014, 19 ივლისი, 22:52
მადლობაა:)
2014, 19 ივლისი, 22:38
კარგი სტატიაა
0 1 2