x
image
worldsport.ge
კასილიასი კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვს

imageმადრიდის “რეალის” ვეტერან მეკარე იკერ კასილიასს იმედი აქვს, რომ კლუბი მის უსასყიდლოდ გაშვებას დათანხმდება. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.
კასილიასი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უჩივის და გარემოს გამოცვლა სურს. 33 წლის ესპანელს დიდი ხანია ლონდონის “არსენალი” ეპატიჟება და სავარაუდოდ, მეკარე სწორედ არსენ ვენგერის გუნდში გადაბარგდება.
დიდი ალბათობით, “რეალი” კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების მეკარით – კეილორ ნავასით გაძლიერდება და გუნდში კასილიასის საჭიროება კიდევ უფრო ნაკლები იქნება. კასილიასს სურს, რომ მადრიდელებთან მოქმედი კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტოს.

ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
95
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0