x
image
კატაპულტი
რა კავშირი აქვს ერთმანეთთან გიორგი სანაიას,ზურაბ ჟვანიასა და ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტებს?!
ბოლო 13 წლის განმავლობაში საქართველოში უკვე მესამე ძალზედ გახმაურებული გარდაცვალების ფაქტი მოხდა საეჭვო ვითარებაში.საგულისხმოა ისიც, რომ სამივე მათგანი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ხელისუფლების დროს მოხდა.
imageპირველი გახლდათ ჟურნალისტი გიორგი სანაია, რომელიც 2001 წლის 26 ივლისს მოკლეს.დანაშაულში ბრალდებულად სცნეს გრიგოლ ხურცილავა, რომელიც მკვლელობის მიზეზად შელაპარაკებას ასახელებდა.თუმცა, ეს ფაქტის მაშინაც და ახლაც ცოტას თუ სჯერა.ბევრი ითხოვდა სანაიას მკვლელობის რეალურ გახსნას, თუმცა ეს არც შევარდნაძის ხელისუფლების დროს მოხდა და არც სააკაშვილის.ამ უკანასკნელის პრეზიდენტობის დროს ჟურნალისტის საქმით მხოლოდ ზურაბ ჟვანია იყო დაინტერესებული, რომელიც აცხადებდა, რომ ამის დრო ჯერ არ დამდგარა, მაგრამ აუცილებლად მოხდებოდა გამოძიება.მაშინდელ პრემიერ-მინისტრს დანაპირების შესრულება არ დასცალდა.ის 2005 წლის 3 თებერვალს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს რაულ უსუპოვთან ერთად.უნდა ითქვას, რომ მასზე საზოგადოებაში გავრცელებულ იქნა ჭორი, თითქოს და ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისანი იყვნენ, რაც ძალიან ჰგავს სანაიას მკვლელობის შემდეგ გავრცელებულ ჭორს, რომ დანაშაულის მიზეზი სექსუალური ძალადობა იყო.


imageჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ უარი განაცხადა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, თუმცა 2013 წელს რუსულ ტელეკომპანია HTB-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში არსებობდა ისეთი სისტემა, რომელმაც არ გამოიძია ექსპრემიერის გარდაცვალების ფაქტი.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჟვანიას გარდაცვალებაზე მომუშავე ექსპერტი ლევან სამხარაული ექსპრემიერის გარდაცვალებიდან 3 თვეში მოკლეს, დანაშაულში ეჭვმიტანილმა კი თავი მოიკლა.

არ არის გამორიცხული, რომ ზურაბ ჟვანია თავად აპირებდა სანაიას საქმის გამოძიებას და გარკვეული ღირებული დეტალებიც იცოდა ამ საქმესთან დაკავშირებით.კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც დიდი ალბათობით, ინფორმაცია შეიძლება ჰქონოდა სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით, იყო ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობის დროს ტელეკომპანია რუსთავი2-ის პრეზიდენტი იყო და კარგად იცოდა, თუ რა თემებზე მუშაობდა სანაია.აღნიშნული მოსაზრება გიორგი სანაიას ძმამაც გააჟღერა ტელეკომპანია იმედის ეთერში.თუ რატომ დუმდა ბატონი ეროსი ამ თემასთან დაკავშირებით, უცნობია, თუმცა უნდა გავიხსენოთ, რომ 2004 წელს კიწმარიშვილმა თავისი ტელეკომპანია დატოვა, თუ რა მიზეზით ან ვისი მითითებით უცნობია.ბოლო პერიოდში კი აქტიურ პოლიტიკაში გამოჩნდა და რუსთავის მერობაზე იყრიდა კენჭს.დამარცხების მიუხედავად, იგი კვლავ აპირებდა ბრძოლის გაგრძელებას და ვინ იცის კიდევ რა გეგმები ჰქონდა მას, მაგრამ არ დასცალდა, 2014 წლის 16 ივლისს ის გარდაცვლილი იპოვეს, კვლავაც საეჭვო ვითარებაში.


imageზემოთ მოყვანილი მოსაზრებები მხოლოდ ვარაუდია, რომელიც არ არის გამორიცხული, თუნდაც მხოლოდ, ახლოს იყოს რეალობასთან.

0
219
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0