x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
უცნაური შემთხვევა ველური ბუნების სამყაროში ანუ უჩვეულო მეგობრები
ეს უჩვეულო ისტორია თავს გადახდა ორ ფოტოგრაფს, რომლებიც ველურ სამყაროში გაეშურნენ ფოტოების გადასაღებად. ისინი შემთხვევით წააწყდნენ ბაბუინების გუნდს, რომელსაც ლომი კვალდაკვალ მისდევდა. ლომი ბოლოს და ბოლოს დაეწია ბაბუინებს და ერთ-ერთი მათგანი მოკლა კიდეც, მაგრამ იმან, რაც ამის შემდეგ მოხდა, შოკში ჩაააგდო გაოცებული ფოტოგრაფები.


image


ლომმა შეამჩნია პატარა ბაბუინი, რომელიც უკვე მკვდარ დედას იყო ჩაჭიდებული. როცა ლომმა მისკენ გაიწია, შეშინებულმა მაიმუნმა ინსტიქტით გადაწყვიტა გაქცევა და უახლოეს ხესთან მივარდა. პატარა ბაბუნი მთელი ძალით ცდილობდა ხეზე ასვლას და თავის შველას, მაგრამ ეს მას არა და არ გამოსდიოდა: ჯერ ძალიან პატარა იყო ამისათვის და ხეზე ასასვლელად მოხერხება და ძალა არ ჰყოფნიდა. ლომი ნელა მიუახლოვდა მას და ფოტოგრაფები ელოდნენ, რომ მისი საშინელი ტორი მალე გამოასალმებდა სიცოცხლეს ბაბუინს, მაგრამ მოხდა წარმოუდგენელი რამ.


image



ყველასათვის მოულოდნელად ლომმა ნაზად დაუწყო თამაში ხეზე მიტმასნილ და შიშისაგან აცახცახებულ ბაბუინს. თავიდან მაიმუნი უნდობლად უმზერდა ლომის თამაშს, მაგრამ რამოდენიმე წამის შემდეგ მანაც უპასუხა ლომს იგივე მოძრაობებით და სულ მალე ეს ორი არსება-მძვინვარე და საშიში ცხოველი და პატარა, უსუსური მაიმუნი განუყრელი მეგობრები გახდნენ.


image



ლომი ნაზად წაკრავდა თათს ბაბუინს და ისიც ჭყლოპინით დახტოდა მის გარშემო, ორიოდე წუთის შემდეგ კი მაიმუნი მის მკერდს მიხუტებული იწვა და ლომს პატარა ხელებით ეთამაშებოდა.


imageimage


მალე ამ წყვილს სხვა, ხვადი ლომი მიუახლოვდა, რომელმაც ჩათვალა, რომ ძუ ლომმა მას მშვენიერი საკბილო დაუჭირა, მაგრამ ძუ ლომმა მას ღრენით უპასუხა და ახლადშეძენილ მეგობართან მიახლოების უფლება არ მისცა.


image


ამ დროს ველურ სამყაროში გათამაშებული დრამის კიდევ ერთი მონაწილე გამოჩნდა: ეს იყო პატარა მაიმუნის მამა, რომელიც ხის კენწეროდან უთვალთვალებდა მომხდარს და ეგონა, რომ მისი შვილი უკვე მკვდარი იწვა ლომის თათებში. როგორც კი მამა ბაბუინმა შეამჩნია, რომ ძუ ლომმა თვალი მოაცილა მის პატარას, ის ელვისსისწრაფით დაეშვა ხიდან, სტაცა პირი შვილს და ხეზე აიყვანა, სადაც ის აბსოლუტურად უსაფრთხოდ იქნებოდა.


image


ეს საოცარი ისტორია ფირზე აღბეჭდეს ფოტოგრაფებმა ევან შილერმა და ლაიზეი ჰოლზვარტმა. ეს მხოლოდ ერთი უჩვეულო დღე იყო საოცარი ველური ბუნების სამყაროდან...და რამდენი რამ ხდება იქ ამაზე უჩვეულო და უცნაური, რაც გაუგებარი, იდუმალი და მიუწვდომელია ადამიანის თვალისა და ყურისათვის.


image

0
219
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0