x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
როგორ დავიცვათ თავი გველებისგან?

ტემპერატურის მატებასთან ერთად ქვეწარმავლებიც გააქტიურდნენ. imageსულ გველების 3000 - მდე სახეობაა ცნობილი.

მათგან საქართველოში 20-22 სახეობაა გავრცელებული, რომელთაგან 4 შხამიანია, მათგან ყველაზე საშიში გიურზაა, შემდგომ მოდის კავკასიური გველგესლა და კატისთვალა. რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძირითადად კი კახეთსა და ქვემოქართლში ბინადრობს.
თბილისში ძირითადად ათამდე ჯიშის გველი გვხვდება, მათი უმრავლესობა მცურავია – მცურავი კრებითი სახელწოდებაა, რომელიც გულისხმობს ანკარასებრთა ოჯახის გველების რამდენიმე გვარს. თბილისში გავრცელებული მცურავები უსაფრთხოა ადამიანებისთვის. ქალაქში ასევე მრავლადაა გველხოკერები, გველის ეს ჯიში აბსოლუტურად უვნებელია. მას არც კბილები აქვს და არც შხამი. ასე რომ, ადამიანისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა სიფრთხილე მაინც გვმართებს გველს შეიძლება შხამი არ ქონდეს, მაგრამ იკბინებოდეს, რაც არცთუ ისე სასიამოვნოა.
- როგორ დავიცვათ თავი გველებისგან?
გველი აგრესიულობას ძირითადად საფრთხის შემთხვევაში ავლენს, ამიტომ როდესაც მას დავინახავთ თავი უნდა შევიკაოთ ზედმეტი პანიკისა და ხმაურისგან ასევე უნდა ვერიდოთ მკვეთრ მოძრაობებს არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ მისი მოკვლა ან დაჭერა. ნელა გაერიდეთ აღნიშნულ ტერიტორიას.
თუ გველმა დაგგესლათ სასურველია ნაკბენი სასწრაფად ჩამოიბანოთ ცივი წყლით და სარეცხის საპნით.

ჭრილობა სწრაფად შევამშრალოთ დავადოთ სტერილური სახვევი და კიდური უძრავ მდგომარეობაში გავაჩეროთ. რაც შეიძლება სწრაფად მივმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ან დაზარალებული გადავიყვანოთ საავადმყოფოში.

imageimageimageimage





6
945
7-ს მოსწონს
ავტორი:david danelia
david danelia
945
  
2014, 11 აგვისტო, 17:16
დაწვით გოგირდი და ახრჩოლეთ მთელ ეზოში,უკეთესია თუ გოგირდს დადებთ რაიმე რეზინის ნაჭერზე და ისე დაწვავთ,ან ძველ ფეხსაცმელზე,უფრო უკეთ იხრჩოლებს. გოგირდის სუნი კარმიდამოს 40 დღის მანძილზე ექნება, რაც გველებს ძალიან აფრთხობს.40 დღის მერე ისევ გაიმეორეთ., დამიჯერეთ,ნაცადი ხერხია......ქართული და მამაპაპური
2014, 25 ივლისი, 12:13
საღოლ დავით! კარგი სტატიაა! მომეწონა.
2014, 19 ივლისი, 20:26
ამმ...პასუხისთვის გმადლობთ.
2014, 19 ივლისი, 19:07
იმ შემთხვევაში თუ პირის ღუში არის რაიმე დაზიანება მაგალითად: გაფუჭებული კბილი, კარიესი, სტომატიტი ან ლორწოვანი გარსის დაავადებები და ა.შ დიდი ალბათობაა, რომ ის ადამიანიც მოიწამლოს რომელიც ამ მეთოდით ცდილობს დახმარებას.
2014, 19 ივლისი, 15:51
პირის დახმარებით შხამის გამოდევნა არა რეკომენდირებული?
2014, 18 ივლისი, 23:26
აუფ,რაღა დამაძინებს ახლა:(
0 1 6