x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
კონტაქტური ლინზები სახიფათოა

imageმცირე ზომის საგნებმა და არსებებმა შეიძლება ფატალური შედეგები გამოიწვიოს ადამიანის სხეულისათვის.ასე დაემართა 23 წლის გოგონას, რომელიც კონტაქტურ ლინზებს ხმარობდა.მიკრობებმა იგი დააბრმავეს.საქმე იმაში გახლავთ, რომ ტაივანელმა ლიან კაომ ექვსი თვის განმავლობაში ისე ატარა კონტაქტური ლინზები, რომ არც გამოუცვლია და არც გაუწმენდია.ეს უყურადღებობა მას ძალიან ძვირად დაუჯდა, იგი დაბრმავდა.ერთუჯრედიანმა პარაზიტმა ლინზების ქვეშ საუკეთესო გარემო ნახა არსებობისათვის და თვალის გუგა ამოჭამა.ტაივანელი გოგონა მხოლოდ მას შემდეგ მივიდა საავადმყოფოში, რაც მისი თვალი ძალზედ გაწითლდა და გაღიზიანდა.ექიმები გაოცებულნი იყვნენ გოგონას გაუფრთხილებლობით. “ჯანგბადის უკმარისობის გამო ზიანდება თვალის ზედაპირის ქსოვილი, რომელზეც პატარა ჭრილობები წარმოიშობა.იგი ადვილად შეიძლება დაინფიცირდეს და მთელს თვალზე გავრცელდეს."-განაცხადა მიკროსკუპულად მცირე ზომის პარაზიტის მსხვერპლის ერთ-ერთმა ექმიმმა.

ექიმების დიაგნოზი მეტად სამწუხარო აღმოჩნდა ლიან კაოსათვის.მან ძალიან გვიან მიაკითხა მკურნალობისათვის.საწყის ეტაპზე მისი თვალის გადარჩენა კიდევ შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ახლა... თითოეულმა კონტაქტური ლინზების მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ რეგულარული გაწმენდა და დეზინფექცია თავიდან ააცილებთ დაავადებებსა და თვალის დაზიანებებს, მაგრამ ახლა ტაივანელ გოგონას ეს ვეღარ უშველის.

0
61
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0